x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
15 დაუჯერებელი ფაქტი ლურჯი ვეშაპების შესახებ
ლურჯი ვეშაპი დედამიწაზე ზომით ყველაზე დიდი ცხოველია. თავისი გიგანტური გაბარიტებიდან გამომდინარე მას უამრავი რეკორდი ეკუთვნის, რომელიც ყველას გვნუსხავს. მაგრამ თავისი დაუჯერებელი სილამაზის მიუხედავად ეს ცხოველი დღემდე ბრაკონიერების მხრიდან ყოველდღიურად არაერთი თავდასხმის მსხვერპლი ხდება, რის გამოც ის გადაშენების პირას დგას. იმისათვის, რათა მეტი შეიტყოთ ამ გასაოცარი ცხოველის შესახებ, 25 დაუჯერებელ ფაქტს წარმოგიდგენთ:


1. ლურჯი ვეშაპის გული 180 კილოგრამს იწონის. ის ზომით “გოლფის” მოდელის მცირე ზომის ავტომანქანას ჰგავს.


2. ლურჯი ვეშაპები 110 წლამდე ცოცხლობენ.


3. ლურჯი ვეშაპის ენა იმდენსავე იწონის, რამდენსაც ზრდასრული სპილო.



4. ლურჯი ვეშაპები 5-დან 15 წლის ასაკამდე აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს.


5. დაბადებისთანავე პატარა ლურჯი ვეშაპი 7 მეტრის სიგრძისაა და 5 ტონას იწონის.


6. ლურჯი ვეშაპები ერთ ლუკმად 500 კილოგრამ საკვებს იღებენ, რაც 0, 5 მილიონ კალორიას უდრის. თუმცა მხოლოდ პირის გაღებით ისინი 2000 კალორიას წვავენ.


7. ლურჯი ვეშაპი ზღვაში 8 კმ/სთ სისწრაფით გადაადგილდება, თუმცა შეუძლია 50 კმ/სთ სისწრაფითაც გადაადგილდეს, თუ მასზე ნადირობენ.


8. მე-19 საუკუნეში დედამიწაზე 250 ათასი ლურჯი ვეშაპი სახლობდა, ხოლო 1967 წელს მხოლოდ 400.


9. ლურჯ ვეშაპებს კბილები არ აქვთ. სამაგიეროდ აქვთ ულვაშები, რომელთა მეშვეობით პლანქტონს იჭერენ და შეექცევიან.


10. 2020 წელს დედამიწაზე კვლავაც 25 ათასი ლურჯი ვეშაპი ბინადრობდა.


11. ლურჯი ვეშაპები პლანეტის ისტორიაში ყველაზე მძიმე ცხოველები არიან. ისინი საშუალოდ 200 ტონას იწონიან და 33 მეტრ სიგრძეს აღწევენ.


12. ლურჯი ვეშაპის არტერია იმდენად სქელია, რომ მასში ადამიანს თავისუფლად შეუძლია ცურვა.
13. ლურჯი ვეშაპის გული წყლის სიღრმეში წუთში 2-ჯერ ცემს და ეს მაშინ, როცა ზედაპირზე ამ ცხოველის გულისცემის ნორმალური სიხშირე 34 დარტყმაა წუთში.


14. სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე ლურჯი ვეშაპის პატარა დღიურად წონაში 90 კილოგრამს იმატებს, რაც საათში 3, 75 კილოგრამს უდროს.


15. ლურჯი ვეშაპის ნაშიერი დღეში 90 ლიტრ რძეს სვამს, რომლის შემადგენლობაში 40-50 % ცხიმია.


ვეშა

0
300
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0