x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
„ორი გვამი მინდას" გამმართლებლები ვერ გაიგებენ... ვისგან იმალებოდა? - რას წერს ამირან სალუქვაძე ბადრი ესებუაზე
ამირან სალუქვაძე ბადრი ესებუა


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „საქართველოს ბაკის„ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ესებუას თემაზე სასწაული პოსტები და კომენტარები აფრქვიეს გაკოტრებული ოპოზიციის მომხრეებმა.


ზოგმა დაწერა, გადამალული ჰყავდათ და ახლა რაღაც თემები გადაფარესო. რა თემა გადაფარეს, გიული ალასანიას ფინანსური სკანდალი, თუ ხაბეიშვილის გრანდიოზული აქციები?



ზოგმა იქილიკა უბრალოდ. ამ ხალხს არ სურს გაგება, რატომ არ უბრძანა პრემიერმა, ან შსს მინისტრმა ბანკის შტურმით აღება. არ უღირდათ ნახევარი მილიონი ვინმეს სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებად. „ორი გვამი მინდას" ან „ამათთვის ტყვიები არ გვენანებას" გამმართლებლები ვერ გაიგებენ. აბა, ვინმე თქვენიანი ყოფილიყო ფილიალში?! თქვენდა საწყენად, აასრულა დანაპირები სამინისტრომ და აიყვანეს. მძევლებს და მათ ახლობლებს ჰკითხეთ, რას ფიქრობენ.


ესებუამ ბანკი არ გამიძარცვავსო. მიმალვას აღიარებს. მაშინ ვისგან იმალებოდა?


შალვა ხაჭაპურიძემ, რა მტკიცებულებები არსებობს ბანკი რომ გაძარცვაო? ამას ჰგონია, ესებუაც ამერიკულ პიარ კომპანიას დაიქირავებს მილიონად და ევროპარლამენტი დებატებს გამართავს.


რა მტკიცებულებებს გულისხმობს ადვოკატი, ხელი თუ მოაწერა ნახევარი მილიონის მიღებაზე?
ანუ ხალხის მძევლად აყვანას, იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა, ტარება, გამოყენებას, ფულის გატანას უარყოფს და 2 მიმალვაში ყოფნას აღიარებს. სასწაული სტრატეგიაა.


ვიფიქრე, იტყოდნენ საერთოდ იქ არ ვყოფილვარ, არსად დავმალულვარ, ვისვენებდი ახლობელთან, გეშლებით ვიღაცაშიო. ესენი 2 მიმალვაში ყოფნას აღიარებენ და დანარჩენს არა.


აბა, რატომ იმალებოდა, როცა იცოდა, რა ბრალდების გამო ეძებდნენ?


მაგარი სტრატეგია აირჩიეს. რომ მიუსჯიან, მერე გააგრძელეთ უარყოფა. ვინაობა დაადგინეს მყისიერად და მტკიცებულებებს ვერ წარუდგენენ?" - წერს სალუქვაძე.


შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბაკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ორწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს, თუმცა იგი ბრალს არ აღიარებს.


ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამირან სალუქვაძე სქრინი





2
757
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
757
  
2023, 10 თებერვალი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 9 თებერვალი, 15:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2