x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
„ესებუა „საქართველოს ბანკში“ არ იმყოფებოდა“ - „დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს“
image


ბადრი ესებუას ადვოკატმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ადვოკატ სოსო ჯანაშიას განცხადებით, ესებუა ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ესებუა ბანკში საერთოდ არ იმყოფებოდა. როგორც სოსო ჯანაშია აცხადებს, მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებში მისი სახელი და გვარი გახმიანდა, ესებუას შეექმნა განცდა, რომ მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა და ამიტომაც იყო მიმალვაში.

.

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება, თუ სად იყო ამ წლების განმავლობაში, მისი ზოგადი პასუხი იყო, რომ გრძნობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხეს და შესაბამისად, თავს არიდებდა გამოძიების ეტაპზე სამართალდამცველებთან გამოცხადებას“, – განაცხადა ბადრი ესებუას ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ.


,

„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და ვიდეომასალა უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ესებუა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

,

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

.

„ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკთან მომხდარ ფაქტთან არაფერი არ აკავშირებს. მისი განმარტებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა“, – აცხადებს ბადრი ესებუას ადვოკატი.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0