x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ გამოიწვია რუსის ჯარის შემოსვლამ თბილისში საყოველთაო ზეიმი 1799 წლის ნოემბერში...
გიორგი XII -ის გამეფება 1798 წელს შინაფეოდალური რეაქციის შემოტევით დაიწყო. ნებასუსტი მეფე მისმა ძმებმა, დარეჯან დედოფლის მეთაურობით, აიძულეს მიეღო ტახტის მემკვიდრეობის ის წესი, რომლის მიხედვიტაც გიორგის შემდეგ სამეფო ტახტი უფროსს უნდა რგებოდ. ამრიგად, ტახტის მემკვიდრედ იულონ ერეკლეს ძე გამოდიოდა. გიორგი XII-მ მალე დაარღვია თავისი პირობა. ამის გამო გიორგი მეფესა და მის ძმებს შორის შეურიგებელი მტრობა ჩამოვარდა. ბატონიშვილთა გარშემო დაჯგუფდნენ თავადებიც და ორ ბანაკად გაყოფილი სამეფო სახლი უაღრესად სახიფათო განხეთქილებამ მოიცვა.


გიორგი XII და მასტან მყოფი დიპლომატები ფხიზლად აფასებდნენ იმჟამად შექმნილ ვითარება და მიმხვდარი იყვნენ, რომ მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი საშუალება რუსეთის დახმარება იყო. რუსეთსაც ადრინდელზე მეტად აინტერესებდა საქართველოს ბედი. ამიტომ გიორგი რუსეთის მთავრობისაგან დაჟინებით მოითხოვდა 1783 წლის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუსის ჯარის შემოყვანას.


1799 წლის აპრილში პავლე იმპერატორმა განაახლა სამფარველო ხელშეკრულება ქართლ-კახეთის მეფესთან. რუსის ჯარი აქ მხოლოდ ნოემბრის ბოლოს შემოვიდა.

ქართლ-კახეთი თავის მხრივ დიდ იმედს ამყარებდა რუსეთის ჯარზე, რომლის დახმარებიტაც ფიქრობდა კრიზისიდან თავის დაღწევას. ამიტომ იყო, რომ 1799 წლის 26 ნოემბერრს რუსის ჯარის შემოსვლამ თბილისში საყოველთაო ზეიმი გამოიწვია.


რუსის ჯარის შემოსვლამ მიუხედავად მისი უდიდესი მნიშვნელობისა, მაინც ვერ გამოაკეთა ქართლ-კახეთის შერყეული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. კვლავ მძვინვარებდა ფეოდალური რეაქცია, რომელიოც მჭიდროდ დაკავშირებოდა საქართველოს საუკუნოვან მტრებს -ოსმალეთს დაირანს. ცხადი იყო, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად ერთი რუსული პოლკის სამხედრო ძალით დახმარება არ კმაროდა.

მეფემ თვითონ დაიწყო რუსეთთან დადებული ძველი ტრაქტატის გადასინჯვა.

image


















0
132
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0