x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ჩინეთის ახალი “ფრთოსანი რაკეტა” ნიუ-იორკიდან პეკინამდე 1 საათში შეძლებს გადაფრენას
არცთუ ისე შორეულ მომავალში შესაძლოა პეკინიდან ნიუ-იორკამდე მოგზაურობა სუბორბიტალურ სივრცეში შესრულდეს. საქმე იმაშია, რომ ჩინური აეროკოსმოსური კომპანია Space Transportation “ფრთოსან რაკეტას“ ამზადებს, რომელიც კოსმოსური ტურიზმისთვის იქნება გამიზნული.


თუმცა ეს არ იქნება აღნიშნული რაკეტის ერთადერთი ფუნქცია. მსგავსი ტრანსპორტით შესაძლოა თანდათან ჩვეულებრივი თვითმფრინავების ჩანაცვლებაც მოხდეს.


Space.com-ის ანგარიშის თანახმად მსგავსი მრავალჯერადი კოსმოსური თვითმფრინავით შესაძლებელი გახდება ორ წერტილს შორის უსწრაფესი გადაადგილების უზრუნველყოფა.


აფრენისას რაკეტას ფრთები ექნება, რომელიც პირველადი მანევრის შესრულების შემდეგ მოსძვრება. რაკეტა დანიშნულების ადგილამდე მიღწევისას ისეთ ვერტიკალურ დაშვებას განახორციელებს, როგორსაც ახორციელებს მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი “ფალკონ 9.”



ჩინური კომპანიის ვებგვერდზე მითითებულია, რომ კოსმოსური რაკეტა-თვითმფრინავი 4184 კმ/სთ სისწრაფით იფრენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სისწრაფე ორჯერ გადააჭარბებს “კონკორდის” ტიპის თვითმფრინავების სისწრაფეს.


ამრიგად, ჩინური რაკეტა-თვითმფრინავი ნიუ-იორკიდან ლონდონამდე მიღწევას დაახლოებით ერთ საათში შეძლებს.


როგორც Space Transportation-ში აცხადებენ, პირველ ცდებს 2023 წელს დაიწყებენ, ხოლო 2030 წლისთვის რაკეტა-თვითმფრინავი უკვე რეგულარული ფრენების შესრულებას შეძლებს.


აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ილონ მასკის კომპანია SpaceX-მაც განაცხადა ანალოგიური ზესწრაფი თვითმფრინავის აგების სურვილის შესახებ, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა.


ცოტა ხნის წინ Virgin Galactic-მა კოსმოსურ ტურისტებად უკვე გაგზავნა თავისი გენერალური დირექტორი რიჩარდ ბრენსონი და სხვა მგზავრები სუბირბიტალურ სივრცეში. მაგრამ ეს ტექნოლოგია საოცრად ძვირი ღირს და ერთი ბილეთის ფასი მსგავს რეისზე 450 ათას დოლარს უტოლდება.


უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული კომპანიები გამოთქვამენ კოსმოსური თვითმფრინავების აგების სურვილს, ეს თანდათან მკვეთრად გააიაფებს ბილეთის ფასს და ალბათ მერე ჩვეულებრივი ადამიანებისთვის აღარც ლონდონიდან ნიუ-იორკისკენ ერთ საათში გამგზავრება იქნება ფანტასტიკის სფეროს ნაწილი და არც სუბორბიტალურ სივრცეში ტურისტად ლივლივი.


ხომალდი

1
398
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
398
  
2023, 10 თებერვალი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1