x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
უკეთესი ცხოვრების წესი "ტოიოტას" დამფუძნებლისგან
კომპანია Toyota-ს დამფუძნებელმა საკიჩი ტოიოდამ, როგორც არასტანდარტული აზროვნების მქონე ადამიანმა შექმნა წესი - „5 რატომ“.
image
წესის არსი მარტივია- ნებისმიერ გაურკვეველ ვითარებაში თქვენ საკუთარ თავს ხუთჯერ უსვამთ კითხვას „რატომ“ და მასზე პასუხობთ.
მაგალითად თქვენ გინდათ იყიდოთ ქურთუკი:
საკუთარ თავს კითხეთ: რატომ მინდა ქურთუკი? ეს პირველი „რატომ“
პასუხი: იმიტომ, რომ მინდა ყველა გავაოცო.
მეორე „რატომ“: რატომ გინდა ყველას გაოცება?
პასუხი: იმიტომ, რომ მინდა ყურადღება მომაქციონ.
მესამე „რატომ“: რატომ გინდა, რომ ყურადღება მოგაქციონ?
პასუხი: იმიტომ, რომ ნაკლებ თავდაჯერებულობას ვგრძნობ.
მეოთხე „რატომ“: რატომ გრძნობ თავდაუჯერებლობას?
პასუხი: იმიტომ, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახერხებ.
მეხუთე „რატომ“: რატომ ვერ ახერხებ რეალიზებას?
პასუხი: იმიტომ, რომ იმ საქმით ვარ დაკავებული, რომელიც არ მომწონს.
და ახლა თქვით, რა შუაშია აქ ქურთუკი?
0
302
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0