x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
15 გასაოცარი ფაქტი შენი სისხლის შესახებ, რომელიც ჯერ ალბათ არ იცი
ჩვენს სხეულში მუდმივად დაახლოებით 5-6 ლიტრი სისხლი მიმოიქცევა, რომელიც ორგანოებს საჭირო ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. ამასთან ერთად, ბევრმა არ იცის, რომ სისხლი არ არის მხოლოდ უბრალოდ სითხე. ის თავად არის ორგანო, ოღონდ თხევად მდგომარეობაში მყოფი. ეს ორგანო ყოველდღიურად ტიტანურ სამუშაოს ასრულებს და თავის თავში მოიცავს მრავალ უაღრესად საინტერესო ფაქტს, რომელთა ნაწილს ამ სტატიაში შემოგთავაზებთ. ეს სტატია თუ მოგწონთ, აუცილებლად გააზიარეთ ის, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ამ ინფორმაციებზე წვდომა.


1. დაუჯერებელია, მაგრამ გული ადამიანის სიცოცხლის მანძილზე 160 მილიონ ლიტრ სისხლს ქაჩავს. ეს საკმარისია საიმისოდ, რათა 3 სუპერტანკერი ავავსოთ.


2. როცა მელბურნში ზაფხულობით ძალიან ცხელა, ზოოპარკში მყოფი ლომები გაყინულ სისხლს იღებენ გაგრილების მიზნით.


3. 1, 2 მილიონ კოღოს შეუძლია ადამიანს მთელი სისხლი ამოწოვოს.



4. პარაგვაიში დაშვებულია დუელი პისტოლეტების გამოყენებით, თუ თქვენც და თქვენი მოწინააღმდეგეც სისხლის რეგისტრირებული დონორები ხართ.


ვარანი


5. კომოდოს ვარანები როცა მსხვერპლს კბენენ, გამოყოფენ შხამს, რომელიც სისხლის შედედებას აფერხებს. თუ მსხვერპლი მაშინვე არ დაიღუპა, ვარანები მას უთვალთვალებენ, მის ნაკვალევს მიჰყვებიან და მას შემდეგ, რაც დაკბენილი ცხოველი ცალკე სისხლის ნაკლებობისგან, ცალკე კი შხამისა და ვარანის ნერწყვში მყოფი ბაქტერიების ზემოქმედებისგან დაიღუპება, აკითხავენ და მის ხორცს შეექცევიან.


6. ზღვის სიღრმეში, 10 მეტრის ქვემოთ აღარ არსებობს წითელი შუქი. ამიტომ ასეთ სიღრმეებში სისხლი მწვანე ფერის მოჩანს.


7. ჯეიმს ჰარისონი სისხლის დონაციის რეკორდსმენია. მან სისხლი ადამიანების დასახმარებლად 1000-ჯერ გაიღო.


8. ადამიანის სისხლი 0, 2 მილიგრამ ოქროს შეიცავს.


9. ირლანდიაში დიდი ხანია ტრადიციაა, რომ 1 ლიტრი სისხლის სანაცვლოდ დონორი ერთ კათხა გინესის ლუდს იღებს.


10. სისხლის პირველი წარმატებული გადასხმა ორ ძაღლს შორის 1660 წელს განხორციელდა.


სადამი


11. სადამ ჰუსეინი ფლობდა ყურანს, რომელიც მისი საკუთარი სისხლით იყო დაწერილი.


12. Rh0 (რეზუსფაქტორი ნული) არის სისხლის ყველაზე იშვიათი ჯგუფი მსოფლიოში. ამჟამად სულ 40 ადამიანია ცნობილი, ვისაც სისხლის ეს ჯგუფი აქვს.


13. მედიკამენტ სუმატრიპტანის მიღებას შეუძლია სისხლს მომწვანო შეფერილობა მისცეს.


ლიმუზინი


14. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ლიმუზინს, The Beast-ს მუდმივად დაკონსერვებული სისხლი გადააქვს, რომელიც პრეზიდენტის სისხლის ჯგუფს შეესაბამება.


15. კოღოებს განსაკუთრებით იზიდავს ნულოვანი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები.

1
908
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
908
  
2023, 10 თებერვალი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1