x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
7 ფილმი ინგლისურის მარტივად შესასწავლად

ისწავლე ინგლისური

1. Forrest Gump (ფორესტ გამპი) – ამ ფილმში მონაწილე მსახიობი ტომ ჰენკსი ისე ნელა და გამოკვეთილად საუბრობს, რომ ინგლისურის შესწავლის დამწყებიც კი ადვილად გაარჩევს დიალოგებს. გარდა ამისა, ფილმის ნაწილებად ყურებაც შესაძლებელია.

2. The Lake House (სახლი ტბასთან) – ფილმი შედგება წერილებისგან, რომლებიც რომანტიკული ინგლისურით არის დაწერილი. ეს ფილმი იმ ადამიანებს გამოაგდებათ, ვისაც სურს თავისი გრძნობები რომანტიკულად აღწერონ.

3. Beauty and the Beast (მზეთუნახავი და ურჩხული) – ეს ანიმაციური ფილმი საუკეთესო ვარიანტია პატარებისთვის და ასევე იმათთვის, ვისი ინგლისური ენის ცოდნაც საშუალო საფეხურზე დაბალია. მარტივი, გასაგები სიტყვები და წინადადებები საკმაოდ გასაგებად არის წარმოთქმული. დისნეის ეს მულტფილმი ნებისმიერ მსურველს უმარტივესად შეასწავლის ინგლისურ ენას.

4. Coffee and Cigarettes (ყავა და სიგარეტი) – ეს ლეგენდარული ფილმი სავსეა დიალოგებით. თუ სურვილი გაქვთ თქვენი ინგლისურის ცოდნა შეავსოთ სრულყოლფილ საფეხურამდე, თანაც უპრობლემოდ ისაუბროთ ინტელექტუალურ თემებზე, ეს ფილმი სწორედ თქვენთვის არის. მისი ნახვა ნაწილ-ნაწილაც არის შესაძლებელი, რადგან ფილმში რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმია გაერთიანებული.

5. Jerry Maguire (ჯერი მაგუაიერი) – თუ თქვენი სურვილია ისწავლოთ ფიქრი და ლაპრარაკი ინგლისურ ენაზე, მაშინ ეს ფილმი ამისთვის ზედგამოჭრილია. მთავარი გმირი გასწავლით როგორც ჩამოაყალიბოთ უშეცდომოდ და გამართულად თქვენი აზრები. თუ როგორ მეტყველებთ და რას აკეთებთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს ცხოვრებაში, ამიტომაც ეს ფილმი ამ ყველაფერს სრულყოფილად შეგასწავლით.

6. Bridget Jones’s Diary (ბრიჯიტ ჯონსის დღიური) – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ფილმი ინგლისურის შესასწავლად ყველაზე მრავალფეროვანი მიმართულებებით. ფილმი ძალიან საინტერესოა, მსახიობ რენე ზელვეგერის მეტყველება კი – იდეალური.

7. Shrek (შრეკი) – არაჩვეულებრივი მულტფილმი მხიარული სიმღერებით მისწრებაა ინგლისური ენის შესასწავლად. ამ ანიმაციის დახმარებით ინგლისურს დაეუფლებიან არა მარტო პატარები, არამედ უფროსი ასაკის მაყურებლებიც. ყველა რეპლიკა გასაგებია, მსახიობებიც ზუსტად მეტყველებენ

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0