x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საქართველოში "გარემოს დაცვის მართვის სკოლა" დაფუძნდა

image


ორგანიზაციების საქართველოს მწვანეთა მოძრაობის (დედამიწის მეგობრები-საქართველო), „ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა“ და თსუ-ს მდგრადი განვითარების ჰაბის (SDG Student Hub TSU) მიერ ორგანიზებული „გარემოს დაცვის მართვის სკოლის“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.


სკოლა "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" ბაზაზე იფუნქციონირებს. მის განხორციელებას კი მხარს უჭერენ თსუ-ს მდგრადი განვითარების ჰაბი (SDG Student Hub TSU) და ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი".


გარემოს დაცვის მართვის სკოლის მიზანია, უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება გარემოს დაცვის სექტორის ინსტიტუციური მართვისათვის. აღჭურვოს ისინი სათანადო დარგობრივი ცოდნით და გააცნოს წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების მოდელები.


სკოლაში მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატის დამამთავრებელი და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.



ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“, ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა“ და თსუ-ს მდგრადი განვითარების ჰაბის წარმომადგენლებმა.


0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0