x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის: რატომ თქვა ბრიჯიტ ბარდომ საკუთარ შვილზე უარი

image


ნიჭიერი და მგრძნობიარე მსახიობი ბრიჯიტ ბარდო გარშემომყოფების ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა. მამაკაცები მასზე ოცნებობდნენ, ქალებს კი მისი საოცარი გარეგნობის შურდათ. ბრიჯიტი 25 წლის გახლდათ, როდესაც სამყაროს მისი ერთადერთი ვაჟი ნიკოლა - ჟაკ შარიე მოევლინა, ორი წლის შემდეგ კი, ფრანგული კინოს ლეგენდამ ბავშვის მოვლა ექს-მეუღლეს მშვიდად გადააბარა.


image


როდესაც ბრიჯიტ ბარდომ რეჟისორ კრისტიან-ჟაკის ფილმში "ბაბეტი მიდის ომში" შეთავაზება მიიღო, ვერც კი წარმოიდგენდა რამდენად შეცვლიდა ეს ნამუშევარი მის ცხოვრებას. ყველაფერი კი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ბრიჯიტმა ფილმის გადასაღებ მოედანზე საკუთარი კოლეგა, მსახიობი ჟაკ შარიე გაიცნო.


image


პატრნიორებს შორის საოცარი ვნება გაჩაღდა, თუმცა ბრიჯიტი მამაკაცთან დაკავშირებით სერიოზულად არ ფიქრობდა, მას ეჭვი არ ეპარებოდა რომ ყველაფერი ხანმოკლე რომანით დასრულდებოდა, თუმცა მოულოდნელად მან საკუთარი ორსულობის შესახებ შეიტყო, როდესაც ბრიჯიტი მიხვდა, რომ შვილს ელოდა, მან ექიმებთან სიარული აქტიურად დაიწყო იმ იმედით რომ აბორტს გაიკეთებდა. აღსანიშნავია, რომ 1975 წლამდე საფრანგეთში აბორტის გაკეთება აკრძალული იყო. 1959 წელს კი, როდესაც მსახიობი დაორსულდა, მას აბორტის გაკეთება მხოლოდ კერძოდ შეეძლო, თუმცა იმ დროს ის უკვე იმდენად ცნობილი იყო, რომ ვერცერთმა ექიმმა მისთვის უკანონო ოპერაციის ჩატარება ვერ გაბედა.


image


ორსულობა ბრიჯიტისთვის ნამდვილი შოკი იყო, ვინაიდან კინოვარსკვლავს მშობიარობის შემდეგ პოპულარობისა და სილამაზის დაკარგვის ეშინოდა, თუმცა ჟაკს აბორტის შესახებ გაგონებაც კი არ სურდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისი დაჟინებული ზეწოლის შედეგად წყვილი დაქორწინდა.

image


მსახიობის ცხოვრებაში ორსულობას ყველაზე ბედნიერი პერიოდი ძნელად შეიძლება ეწოდოს. ის მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა და გარეგნულ ცვლილებებსაც საკმაოდ მძაფრად განიცდიდა. მისი "ახლადგამომცხვარი" მეუღლე კი მომავალი დედისგან განსხვავებით ბედნიერებისგან ბრწყინავდა, ბრიჯიტს ყოველ შეთავაზებაზე უარის თქმა მორალურად სულ უფრო დეპრესიაში აგდებდა. მეტიც, როცა მას მუცელი მოუმრგვალდა, მეუღლემ ის პრაქტიკულად სახლში გამოკეტა, რასაც ის მომაბეზრებელი პაპარაცებისგან თავის დაღწევით ხსნიდა. სწორედ იმავე ფოტოგრაფების შიშით მსახიობმა ასევე სახლში იმშობიარა. მოპირდაპირე ბინაში, სპეციალური ოთახიც კი მოაწყეს, სადაც 1960 წლის 11 იანვარს, დღის ორ საათზე ნიკოლა-ჟაკ შარიე დაიბადა. ბრიჯიტ ბარდომ კი პირობა დადო რომ ბავშვს აღარასდროს გააჩენდა.


image


როდესაც ნიკოლა დაიბადა ბრიჯიტმა საოცარი შვება იგრძნო, თუმცა მასში დედობრივი ინსტინქტის გაღვიძებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. ჟაკ შარიე წუხილით აღნიშნავდა, რომ ბავშვი მასში არანაირ გრძნობებს არ აღძრავდა. მისივე თქმით, მის მეუღლეს იძულებითი დედობა მორალურად ამძიმებდა. ნიკოლა სულ რამდენიმე დღის იყო, როცა ბარდო ამტკიცებდა, რომ ბავშვი იმიტომ ყვიროდა, რომ მას ის სძულდა.


image


ნიკოლაზე ირგვლივ ყველა გიჟდებოდა, ხოლო დაღლილი და დაქანცული ბრიჯიტი მოსიყვარულე დედის იმიჯის მორგებას ყველანაირად ცდილობდა, თუმცა ამავდროულად ის მშვენივრად ხვდებოდა: რომ მას თავად სჭირდებოდა მოვლა და დაცვა, რომ მას თავად სჭირდებოდა დედა, ის კი იძულებული იყო მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემა თავად მოეგვარებინა. კინოვარსკვლავის არაერთი მცდელობისა ის საკუთარი შვილისთვის სამაგალითო დედა მაინც ვერ გახდა.



image


ორი წლის შემდეგ მსახიობი სხვა მამაკაცის გამო ჟაკ შარიეს დაშორდა და შვილის მოვლაზე პასუხისმგებლობაც ყოფილ მეუღლეს დაუფიქრებლად გადააბარა. ამის შემდეგ ის ვაჟს სულ უფრო იშვიათად ხედავდა, ასეთი შეხვედრები კი დედის ნახვით გამოწვეული სიხარულის ნაცვლად პატარს მხოლოდ კიდევ უფრო მეტად სტრესავდა.



image

ბრიჯიტი მშვენივრად ხვდებოდა, თუ რამდენად სასტიკი იყო მაშინ ის საკუთარი ვაჟის მიმართ, სანამ ბიჭუნა იზრდებოდა, ის მისი ცხოვრებით იშვიათად ინტერესდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ბრიჯიტი და ნიკოლა ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმას მაინც ცდილობდნენ, რაც ადვილი არც ერთისთვის იყო, ვინაიდან ორივე მხრიდან ერთმანეთის მიმართ დაგროვილი ბევრი წყენა და პრეტენზია არსებობდა. ისინი ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ, შორდებოდნენ და კვლავ ხვდებოდნენ. ასე მაგალითად, ნიკოლამ დედა საკუთარ ქორწილშიც კი არ დაპატიჟა, რამაც ბრიჯიტს თავი საოცრად შეურაცხყოფილად აგრძნობინა. ბარდო საკუთარ შვილზე ისე ბრაზობდა, თითქოს პატარა ის ყოფილიყო, თუმცა პოპულარობის მიუხედავად, ბრიჯიტი გულში მაინც იმ პატარა გოგონად რჩებოდა, რომელსაც ზრუნვა და მოფერება სჭიდებოდა.


image


წლების განმავლობაში დედა-შვილმა ერთმანეთთან ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე ისწავლა. ბრიჯიტი თავის მოგონებებში ნიკოლას სათუთი სიყვარულით არაერთხელ იხსენებდა, თუმცა მათ შორის სამუდამოდ დარჩა ის კედელი, რომელიც ფრანგული კინოს ლეგენდამ მრავალი წლის წინ თავადვე აღმართა.


image









0
671
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
671