x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
12 ფაქტი, რომელიც ყველას გვაერთიანებს, სქესის და ეროვნების მიუხედავად

ცხოვრება, ყოველდღიურად, უამრავ სიურპრიზს გვთავაზობს. ზოგს კარგს, ზოგს კი, არც ისე... და ამ ყველაფერთან გამკლავება, გარკვეული გამოცდილების და ცოდნის გარეშე რთულია. გაეცანით ამ ფაქტებს და გაუზიარეთ მეგობრებს — ეს ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ და არაერთ კითხვაზე გაგცემთ პასუხს!


image


1. არსებობს ექვსი ემოცია, რომელსაც პლანეტაზე, გამონაკლისის გარეშე, ყველა ადამიანი განიცდის. ესენია: ბედნიერება, შიში, რისხვა, სევდა, გაოცება და ზიზღი.

2. ნუ დასცინებთ ტკბილეულის მოყვარულს, კანფეტებისადმი დამოკიდებულების გამო. ტკბილეულის მირთმევის დროს, ორგანიზმში დოფამინი წარმოიქმნება — ჰორმონი, რომელიც სიყვარულის მსგავს გრძნობას იწვევს! ასე, რომ, თუ საყვარელი ადამიანი თქვენს გვერდით არ არის, მისი არ ყოფნა, შეგიძლიათ შავი, ან მწარე შოკოლადის ფილის ნაჭრით შეავსოთ.

3. გახსოვდეთ, რომ დაღლილი ადამიანი უფრო გულწრფელია. ამიტომ, თუ არ გინდათ რომ რამე წამოგცდეთ, ასეთ მდგომარეობაში, ნუ გააბამთ საუბარს და შეეცადეთ, კითხვებს თავი აარიდოთ.

4. თანამედროვე ადამიანები, ხშირად, პანიკაში ვარდებიან, თუ სმარტფონს, ჩვეულ ადგილზე, ვერ პოულობენ. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ გაჯეტის დაკარგვით გამოწვეული გრძნობა, სიკვდილისწინა შფოთებს ძალიან ჰგავს. ამის მიზეზი კი, ჩვენი დამოკიდებულებაა, ამ ელექტრომოწყობილობებისადმი.

5. თუ უცხო ენაზე ვსაუბრობთ, ლოგიკა უკეთესად მუშაობს: ტვინი იძაბება, მეხსიერებაში ეძებს სწორ სიტყვას და უფრო ზუსტად მოქმედებს.

6. მსოფლიოში არასოდეს დაფიქსირებულა შიზოფრენია, უსინათლო ადამიანებში. ამიტომ, ყველაფერს რასაც ირგვლივ ხედავთ, სიმშვიდით მოეკიდეთ.

7. დღეს სკოლის მოსწავლეებს შფოთვის ისეთივე დონე აქვთ, როგორიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებს, გასული საუკუნის 50–იან წლებში ჰქონდათ. ასე, რომ, თუ შვილს ისტერიის შეტევა აქვს, იმის გამო, რომ სკოლაში წასვლა არ უნდა, გაგებით მოეკიდეთ (მთავარი ხომ ჯანმრთელობაა?!).

8. ცხოვრების მესამედის მანძილზე, ჩვენი გონება «ხეტიალის» მდგომარეობაშია. ასე, რომ, თუ ხელმძღვანელობისგან შენიშვნას ან საყვედურს მიიღებთ, თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობთ.

9. ადამიანის მოტივირება ილუზორულ პროგრესსაც კი შეუძლია. სწორედ ამიტომ ღირს, უფრო ხშირად ოცნება.

10. ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის პირველი იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, როგორს წესი, თუ რაღაც გგონიათ, სინამდვილეში — არ გგონიათ...

11. ჩვენი საუბრის 80% — სინანულია მძიმე ცხოვრების გამო. ზოგი კი, იმდენს ახერხებს, რომ ეს მაჩვენებელი 100 % აჰყავს. ასეთი საუბრებით კი, ადამიანები ითრგუნებიან, — მსმენელი და ისიც ვინც უყვება.

12. მოხალისეები, ანუ ისინი, ვინც კარგ საქმეს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებენ, უფრო კმაყოფილები არიან ცხოვრებით, ვიდრე დანარჩენები.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უფრო მეტი, ვიდრე კომპანია – სასარგებლო რჩევა Toyota–ს დამაარსებლისგან

* სტრესით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადებები

* ადამიანები, მოვლენები, ფაქტები – ისტორიული ფოტოები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

* "სიკვდილის ანგელოზი" და მეცნიერები, რომლებმაც თავი ღმერთებად წარმოიდგინეს

* ჰიტლერის არაკომპეტენტურობა, თუ ტალახი და ყინვა? – რატომ დამარცხდა გერმანია?

* როგორ აპირებდა ნაცისტური გერმანია თავის მართლებას, ჩადენილი დანაშაულების გამო

* როცა ბუნება ცივილიზაციაზე იმარჯვებს... (25 განსაცვიფრებელი ფოტო)



0
317
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0