x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
„სრულიად შემთხვევით, ერთი ახალგაზრდა გოგონა გავიცანი..." - რას წერს ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დღეს (სრულიად შემთხვევით) ერთი ახალგაზრდა გოგონა გავიცანი. საინტერესო. განათლებული. მიზანდასახული. ვსაუბრობთ ახალგაზრდების დასაქმების თემაზე და მოულოდნელად მეკითხება: აი, ცხოვრებაში რომ გამიჭირდება... ვთქვათ, ჩემი კიბე დაბლა დაეშვა, ვისი იმედი უნდა მქონდეს, ვინ დამეხმარებაო... ღმერთი დაგეხმარება, ღმერთის ნებით ადამიანი ან ადამიანები დაგეხმარებიან მეთქი... წავიდა. დამაფიქრა.


ცხოვრებაში ხან აღმართია, ხან დაღმართია, ხან სწორი გზაა და ხან ორმოა, მაგრამ მერე ყველაფერი თავიდან იწყება: აღმართი- დაღმართი- სწორი გზა- ორმო- აღმართი და ასე შემდეგ... მაგრამ შენ რომ გგონია: „ჩემს გამო მეათე სართულიდან გადახტება", პირველ რიგში, სწორედ ის ხალხი მიგატოვებს და გაგერიდება. მერე აღმოაჩენ, რომ ვინც ჩუმად იყო და თავდადებას არ გპირდებოდა, ის ყოფილა შენი ნამდვილი გულშემატკივარი. მეტიც, ერთეულები იქნებიან, რომლებიც შენს გამო და შენი სიმართლის გატანის გამო იბრძოლებენ. დასაფასებელია ასეთი ხალხი და დასამახსოვრებელია მათი ამაგი.


ე რ თ ე უ ლ ე ბ ი ს - ნაღდების!



იმასაც აღმოაჩენ, რომ აღმართზე მიმავალს ადამიანების გრძელი რიგი მოგყვება თან... დაღმართზე რომ ჩამოდიხარ, კანტიკუნტად მოდიხართ, ორმოში საერთოდ მარტო ხარ და მერე ისევ თავიდან...


აი, ამ ყველაფერმა სიბრძნე რომ შეგვმატოს, ეს იქნებოდა კარგი: ადამიანების შეცნობის სიბრძნე, ვინ უნდა ჩაიკრა გულში და ვინ ახლოს არ უნდა გაიკარო... ჩვენი დამდაბლების აუცილებლობის სიბრძნე... ხელიდან ღვთის რა საჩუქარი არ უნდა გაუშვა, ამ გადაწყვეტილების მიღების სიბრძნე და მიდის ასე უსასრულოდ...


ყველაზე ძნელი, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ სულ გრძნობდე ღმერთს. გქონდეს რწმენა, რომ დაღმართი და ორმო მარადიულად ვერ და არ იქნება, აღმართი მოდის მერე, ამოსუნთქვის საშუალება გეძლევა... და ამ აღმართზე ყოფნისას, ისე უნდა ცხოვრობდე, რომ წინ ისევ ორმოსა და დაღმართს ხედავდე..." - წერს ირმა ინაშვილი.




ირმა
0
158
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0