x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"კაცი", რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები" - ხათუნა ხოფერია
image

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევას სოციალურ ქსელით ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა:


"ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! "კაცი", რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.


"კაცს" უთხრეს, რომ არაკაცია, მდაბიო და გოიმია თავისი მენტალობით, ქცევით, ცხოვრების წესით, აზრივნებით… იმან კი, არავისგან, არასდროს ნახსენები დედის და ძმის სოციალური სტატუსი აიფარა…



ასე რომ, ხაბეიშვილის მხარდამჭერო მძღოლებო, ინკასატორები, დამლაგებლებო, ანუ, ჩვენო მშრომელო და საამაყო ქართველებო, იცოდეთ, რომ თქვენ ამ ყვერულს ესირცხვილებით! ემდაბიოებით! ეპატარავებით და მისთვის თქვენთან დაკავშირებული სისხლით, ხორცით, იდეით, მიზნებით სიახლოვეც კი საფრთხის შემცველია.


ფუუუ… რა სისაძაგლეა…


ამდენ ხანს როგორ ატარა გულში ასეთი სიძულვილი და მიუღებლობა იმ სოციალური ფენის მიმართ, რომელმაც გაზარდა?!


აუფ, რა ხდება, ალბათ, მის პიროვნებაში… რა ბრძოლებია საკუთარ თავთან… როგორ ესირცხვილებოდა ათწლეულები საკუთარი ოჯახი, გარემო… რამხელა ტვირთი დაადო დედას, რომელსაც პირდაპირ უთხრა, შენ გამო მეძახიან მდაბიოს და გოიმსო…


ჰო და… თქვენი საქმის თქვენ იცით!


თავმჯდომარის არჩევას გილოცავთ, ნაცებო!" - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია.


შეგახსენებთ, რომ პარტიის შიდა არჩევნებში მონაწილეობა 49 756-მა ადამიანმა მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ლევან ხაბეიშვილი - 52.58%; ნიკა მელია - 40%; გიორგი მუმლაძე - 3.68%; ნონა მამულაშვილი - 3.33%.ამრიგად ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
1
605
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
605
  
2023, 31 იანვარი, 13:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1