x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დღეს ბელგია ზე განვითარებული სახელმწიფოა, არა და რამდენიმე საუკუნის წინ ქუჩაში ისაქმებდნენ ბელგიელები
image თანამედროვე ბელგიაზე ვერავინ იტყვის ან ქვეყანაა დაბალი განვითარების ან საზოგადოებაა დაბალი დონისო.


პირიქით, სადღეისოდ ბელგიაა მაღალგანვითარებული სახელმწიფო, რომელსაც 3 სახელმწიფო ენა აქვს და რამდენიმე დიალექტზე მოსაუბრე ეთნოსები ჰყავს, მაგრამ საზოგადოების მაღალ კულტურაზე მეტყველებს ის, რომ ბელგიაში არანაირი ეთნიკური დაპირისპირებები არ ხდება და არავის აღიზიანებს 3 ენაზე საუბარი ერთ სახელმწიფოში.


ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ბელგიაშია და ესეც მრავლისმეტყველია.
თუმცა სულ რამდენიმე საუკუნის წინ ბელგია ასეთი არ იყო, ბუნებრივია ტექნოლოგიურ განვითარებას არ ვგულიხსნობ, საუბარი მაქვს საზოგადოებაზე.
ბეგლიური საზოგადოებაზე საქებარ სიტყვებს ვერ დაწერ მათი შუა საუკუნეებში საზოგადოებაში ქცევის მიღებული ნორმების გამო.


მოქალაქეს შეეძლო ბოდიში მითქვამს მკითხველისთვის და შუა ქუჩაში საჯაროდ მოესაქმებინა, არც საპირფარეშოში ერთბაშად ორი განსხვავებული სქესის ადამიანების შესვლა და მოთხოვნილების დაკმაყოფილება ითვლებოდა ცუდ ტონად, მეტიც ქალაქებშიც კი წყალსაწრეტი არხების პირას განთავსებული იყო ნახევრად ღია საპირფარეშოები, რომლის გამოყენება დიდგვაროვანს და გლეხს ერთდროულად შეეძლო ანუ ფეოდალს და გლეხს შეეძლოთ ერთად შსულიყვნენ საპირფარეშოში და მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინათ.



დიდგვაროვნების საგვარეულო სიმაგრეებშიც კი საპირფარეშოები ისე იყო მიშენებული სიმაგრეზე, ქვევიდან გარკვევით ჩანდა იქ მყოფი ადამიანი ან ადამიანები.


ეს ნახატი ეკუთვნის პიტერ ბრეიგელ უფროსს, სურათის დასახელებაა "ქალაქი", სურათი დახატულია 1559 წელს.
imageimage


შუა საუკუნეებს მართალია ბნელ ეპოქას ვუწოდებთ, მაგრამ მთლად ასეც არაა. ამისი მაგალითი სიმაგრეებზე საპირფარეშოების ქსელია

0
267
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
267