x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რას წერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის შესახებ
image

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის აღიარებას, რომ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობა სარაკჯეთილსაიმედო პროგნოზებს იძლევა, ვაჟკაცურს უწოდებს.



"ვუსმინე ვივამედის კლინიკურ დირექტორს ბ.ნ ზურაბ ჩხაიძეს როგორც იქნა, მან ვაჟკაცურად აღიარა პრეზიდენტის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა და ფაქტიურად დაანონსა მომავალი დღეების მძიმე პროგნოზი. მე მინდა მოვუწოდო მას დაგვიდგეს ოჯახს გვერდზე, სასწრაფოდ მიმართოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, იუსტიციის მინისტრს, სასამართლოს იმის თაობაზე რომ მოხდეს პაციენტის გაყვანა უცხოეთში სამკურნალოთ.აქვე მინდა გავახსენო კემბრიჯის უნივესიტეტის ბრიტანელი პროფესორის დასკვნა, რომ, საქართველოს პირობებში შეუძლებელია მისი ეფექტური მკურნალობა", - წერს თვითონ პროფესიით ექიმი პროფესორი ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.



იგი საზოგადოებას და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალს მოუწოდებს, გაიმიჯნოს პოლიტიკა და ექიმობა ერთმანეთისგან.


"ყველას მოგიწოდებთ ამოიღეთ ხმა.გაიგეთ რომ საქმე გვაქვს მძიმე ავადმყოფთან, რომელიცსაჭიროებს უსწრაფეს დახმარებას.კიდევ გაიგეთ ის, რომ კი არ იღებს საკვებს, არამედ ვერ იღებს, კარგათ ჩაიხედეთ ექსპერტების დსკვნებში.რაც ეხება ინფუზიურ თერაპიას, უარს ამბობს იმიტომ რომ მას აქვს დაკარგული ნდობა მისი ძირითადი ავამყოფობიდან გამომდინარე.ბ.ნ.ზურაბ რადგან თქვენ შესძელით და აღიარეთ პაციენტის მძიმე მდგომარეობა გთხოვთ კატეგორიულად მოითხოვოთ მისი გაყვანა.თქვენ ხომ ექიმი ხართ!!!!"- მიმართავს ნიკოლოზ სააკაშვილი ზურაბ ჩხაიძეს,

1
122
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
122
  
2023, 30 იანვარი, 9:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1