x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სოფელ კოლბასნოეში, უკრაინის საზღვართან ახლოს მოლდავეთში განთავსებულია ევროპაში უდიდესი საბრძოლო მასალის საწყობები
image სსრკ-ს დაშლის შემდეგ მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე დარჩა ასეულ ათასობით ბომბი, ჭურვი, რაკეტა თუ ნაღმი. რიგმა სახელმწიფოებმა ამ საბრძოლო მასალების გარკვეული ნაწილი შეინარჩუნა და რუსეთის ფედერაციას, რომელმაც აიღო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობა, მთლიანად არ გაატანა მის ტერიტორიაზე არსებული საბრძოლო მასალები.


საქართველოშიც უზარმაზარი მარაგი იყო მთელი რესპუბლიკის მასშტაბით განლაგებული, მაგრამ სამწუხაროდ ვერ იყოჩაღა და რუსებმა პრაქტიკულად თითქმის ყველაფერი გაზიდეს, იქნებოდა ეს ავიაცია, მძიმე ტექნიკა თუ საბრძოლო მასალა, მართალია აფხაზეთის ომის წინ კადრირებული დივიზიის შეიარაღება გადმოგვცეს, მაგრამ ეს იყო ძალიან მოძველებული ტექნიკა და არც საბრძოლო მარაგი იყო დიდი მოცულობის.


თბილისში დარჩენილი დიდი რაოდენობით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ს200-ის რაკეტები კი დივერსიული ქმედების შედეგად მთლიანად დაიწვა, ს125 კი 2008 წელს გამოუყენებელი იყო და შეიარაღებიდან გამოვიდა, როგორც მეტისმეტად მოძველებული.


მოლდავეთში დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სოფელ კოლბასნოეში მდებარეობს საბჭოთა კავშირის დროინდელი უზარმაზარი მოცულობის საბრძოლო მასალის საცავები, სწორედ ამ საცავებიდან აძლევდნენ რუსი სამხედროები დნესტრისპირელ სეპარატისტებს საბრძოლო მასალებს.



როგორც იცით, დნესტრისპირეთში საბრძოლო მოქმედებები დიდი ხანია კონსერვაციის რეჟიმშია, თუმცა რუსული არმიიც კონტიგენტი უკანონოდ მაინც იმყოფება მოლდავეთის რესპუბლიკაში.


სოფელ კლბასნოე საბრძოლო მასალის მრივ ყველაზე მილიტარიზებულ ადგილად რჩება ევროპაში, ვინაიდან იქ არსებულ საცავებში განთავსებულია ასობით ათასი ზალპური ცეცხლის სარაკეტო კომპლექსების უმართავი რაკეტები, სხვადასხვა კალიბრის ჭურვები თვითმავალი და ბუქსირებადი არტილერიისათვის, ასევე სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნის ნაღმები.


მოგეხსენებათ უკრაინასაც უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, თუმცა ქვეყანაში გამეფებული კორუფციის, უკანონობის და ქაოსის დამსახურებით რუსეთის დივერსიულმა ჯგუფებმა მოახერხეს, უკრაინული საბრძოლო მასალის საწყობების განადგურება, უკრაინის მრავალ რეგიონში, რის გამოც რუსეთის აგრესიის დღიდან უკრაინა მწვავედ განიცდის საბრძოლო მარაგის დეფიციტს, უკრაინას აქვს დიდი რაოდენობით თვითმავალი და ბუქსირებადი საარტილერიო საშუალებები, მაგრამ უჭირს საბრძოლო მასალების კუთხით, დახმარების სახით მიწოდებული მასალა კი საკმარისი არაა პარიტეტის აღსადგენად რუსეთის არტილერიასთან ფრონტის ამა თუ იმ მონაკვეთებში.


თუ მოლდავეთი უკრაინას შესთავაზებს საბრძოლო მასალების გარკვეულ რაოდენობას, სადღეისოდ უკრაინული არმიისათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მოლდავეთის ხელისუფლების თხოვნის შედეგად გადალახოს უკრაინა-მოლდავეთის სახელმწიფო საზღვარი და დნესტრისპირეთი მაქსიმუმ ერთ კვირაში დაუბრუნოს მოლდავეთს, სამაგიეროდ მიიღოს საბრძოლო მასალის ის რაოდენობა რაც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ტერიტორია, სადაცაა განთავსებული საბრძოლო მასალის საცავები.
imageimage
სოფელ კოლბსნოეს სულ 2 კილომეტრი აშორებს უკრაინას, მოლდავეთის ხელისუფლების ნებართვის შემდეგ უკრაინული არმიის დანაყოფებს შეუძლიათ უსწრაფესად მოახდინოს საცავენის მცირერიცხოვანი დაცვის განეიტრალება და საბრძოლო მარაგის გატანა, იმ შემთხვევაში თუ მოლდავეთი არ ისურვებს ძალის გამოყენებას თვითგამოცხადებული ტერიტორიის დასაბრუნებლად.
რამდენიმე დღის წინ, მოლდავეთის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რუსეთს მოსთხოვა დაუყოვნებლივ გაიყვანოს მოლდავეთში უკანონოდ მყოფი სამხედრო ბაზიდან სამხედროები.
გერმანიის გაერთიანების დაწყების პროცესსში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან მთელი საბრძოლო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადმოტანილ იქნა საბჭოთა კავშირში, ტექნიკა გადაანაწილეს, ხოლო საბრძოლო მასალის უდიდესი ნაწილი სოფელ კობასნოეში არსებულ საცავებში განათავსეს.
საარტილერიო საშუალებების გარდა აქ ბლომადაა ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო, ასევე მიმართული მოქმედებების ნაღმები, ასევე ბლომადაა სხვადასხვა ტიპის ერთჯერადი თუ მრავალჯერადი გამოყენების ყუმბარმტყორცნები და მარაგი რაკეტები, ასევე ავტომატური ქვემეხების ჭურვები, ისევე როგორც საზენიტო დანადგარების ჭურვები.imageimageimageimageimage image













0
540
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
540