x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
ვერც კი იცნობთ! ნახეთ, როგორ შეიცვალა ქერა ლამაზმანი ფილმიდან "ნიანგი დანდი"

image


ველური ავსტრალიური ბუნების ფონზე მომხიბვლელმა სუ ჩარლტონმა თითქოს ცეცხლივით გაუარა მილიონობით მამაკაცს გულში.


image


როგორ გამოიყურება დღეს მსახიობი?


უჩვეულოდ ლამაზმა ლინდა კოზლოვსკიმ მსოფლიო პოპულარობა მხოლოდ ერთი ამაღელვებელი ეპიზოდით მოიპოვა. რეჟისორ პიტერ ფაიმანის კომედიურ ფილმში "ნიანგი დანდი" მომხიბვლელი ჟურნალისტის სუ ჩარლტონის ვარსკვლავურმა როლმა მსახიობს გზა ჰოლივუდში ფართოდ გაუხსნა. ბედნიერი დამთხვევის წყალობით ფილმის ეკრანული გმირის იმიჯი მსახიობის კარიერაში საეტაპოდ იქცა.


image


გადასაღებ მოედანზე პოლ ჰოგანმა და ლინდა კოზლოვსკიმ სიყვარულის ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. მაყურებელი კი მათ შორის შემდგომი მოვლენების განვითარებას თვალს მთელი გულისყურით ადევებდა, რომელიც საბოლოოდ, ქორწინებით დასრულდა.


image


მსახიობების ოჯახური თანაცხოვრება 24 წელს გაგრძელდა, შემდეგ კი ვარსკვლავურმა წყვილმა მოულოდნელად დაშორების გადაწყვეტილება მიიღო და ერთადერთი ვაჟის ერთიანი ძალებით აღზარდაზე შეთანხმდა. განქორწინების ზუსტი მიზეზი საზოგადოებისთვის უცნობია: შესაძლოა, ლინდასა და პოლს შორის ურთიერთობის გაწყვეტაში თავისი წვლილი ჰოგანის ყოფილმა მეუღლემ, ნოელინ ედვარდსმაც შეიტანა, რომელიც წყვილს მთელი ცხოვრება აღიზიანებდა და მათ ნერვებზე თამაშობდა.


image


შესაძლოა, ლინდა კოზლოვსკი ასეთი თავდასხმებით დაიღალა და ყველაფრის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა განქორწინების სხვა მიზეზიც არსებობდა. მაგალითად, პოლ ჰოგანს, ასაკი სულ უფრო მეტად ეტყობოდა, ლინდა კი წლებთან ერთად სულ უფრო მიმზიდველი ხდებოდა. 64 წლის ასაკშიც კი, მსახიობი კვლავინდებურად სექსუალურად და მაცდურად გამოიყურება.



image


სხვათა შორის, ლინდა კარიერის ნაადრევად დასრულებას სულაც არ დარდობს. 2001 წელს მან დიდ კინოსთან დამშვიდობება საბოლოოდ გადაწყვიტა. ამაყი და ლამაზი პოლონელი თავისი პრინციპების ერთგული ბოლომდე დარჩა: ის არასდროს ღალატობს საკუთარ თავს და თითქმის არასოდეს თანხმდება რეჟისორების ყველა შეთავაზებას.

imageimageimageimage



0
668
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
668