x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა არის მიზეზი იმისა, რომ ქალები ცუდ ქმრებს იშვიათად შორდებიან
image

ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად მაშინ გვჭირდება, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გვაქვს. მაგრამ ისეც ხდება, რომ სწორედ ასეთ მომენტებში ვრჩებით მარტონი და პირიქით, სწორედ მათი თავდასხმების მოგერიება გვიწევს. დღესაც კი საკმაოდ მრავლად არიან ქალბატონები, რომლებსაც სირცხვილი კლავთ, თუ მათი შვილი ქმარს გაშორდება, თუნდაც, ეს ქმარი დესპოტი და მოძალადე იყოს. თაობა, რომელიც იმ პრინციპით გაზარდეს, რომ ყველაფერი ოჯახის საკეთილდღეოდ უნდა მოეთმინათ, ვერ ხვდება, რომ ქალსაც აქვს უფლება, ბედნიერი იყოს. სტერეოტიპებისგან და საზოგადოებრივი წნეხისგან თავისუფალი.

image

ნანუკა (26 წლის): რაც მე უნდა მოვყვე, ბევრს, ალბათ, არც გააკვირვებს. ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დედებს საზოგადოების აზრი უფრო აინტერესებთ, ვიდრე საკუთარი ქალიშვილების ბედნიერება. მე ამის ნათელი მაგალითი ვარ. საკუთარ დედას ჩემი რცხვენია, რადგან ქმარს გავშორდი. მეუბნება, ყველაფერი მოითმინე და აცადე შენს ქმარს „დაღვინებაო“. ნეტავ, ეს „დაღვინება“ როგორ წარმოუდგენია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქში გადავედი სასწავლებლად. პირველ კურსზე გავიცანი ბიჭი, რომელიც სულ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა, სადაც უნდა წავსულიყავი, „შემთხვევით“ ისიც იქ გაჩნდებოდა ხოლმე, დროთა განმავლობაში მეც გრძნობა გამიჩნდა და ოჯახიც მალე შევქმენით.

– მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?


– ნორმალურად. არც შეიცხადეს, არც სიხარული გამოუხატავთ. თუმცა, დედაჩემს შევატყვე, აშკარად მოეწონა, რომ „პატრონს ჩავბარდი“ და ქალაქში მარტო აღარ „ვიწანწალებდი“. ჩემი მეუღლეც რაიონიდან იყო. ქალაქში სასწავლებლად ვიყავით ჩასული და ორივე ქირით ვცხოვრობდით, ამიტომ ცოტა ხნით ბინა მისმა ნათესავმა დაგვითმო. თანაცხოვრების დაწყებიდან ჩვენ შორის მალევე შეიცვალა ყველაფერი და ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი დაიწყო. გასაგებია, რომ შეცდომა დავუშვით. ალბათ, ორივემ ძალიან ვიჩქარეთ. მე ფინანსური დამოუკიდებლობა ვარჩიე და უბნის მარკეტში დავიწყე მუშაობა. უნივერსიტეტის გადასახადსაც ვფარავდი და ჩემი სამყოფიც მქონდა, თუმცა ძალიან გამიჭირდა – სწავლა, მუშაობა, დატვირთული გრაფიკი, თავს ხშირად შეუძლოდ ვგრძნობდი, ამას ისიც დაემატა, რომ დავორსულდი.

– მეუღლე მუშაობას გიშლიდათ?

– ასეც ვერ ვიტყვი, მაგრამ ბედნიერიც არ იყო. ბუზღუნებდა და მსაყვედურობდა, რომ ნაკლებ დროს ვუთმობდი, მაგრამ არ იმუშავოო, არ უთქვამს. დედაჩემს, როგორც შეეძლო, მეხმარებოდა, მაგრამ მე უკვე ფიზიკურად ვეღარ ვუძლებდი დატვირთვას.

სამსახურიდან წასვლა ჩემით გადავწყვიტე. აი, სწორედ ამ დროს გამომიცხადა ჩემმა ქმარმა: რადგან დიპლომი არ მაქვს, ნორმალურ სამსახურს ვერ ვიშოვი, შენსავით კონსულტანტად ვერ დავდგები მაღაზიაში. ორივეს სწავლის საფასურს კი ჩემები ვერ დაფარავენ. ამიტომ, მუშაობას თუ აღარ აპირებ, სტუდენტის სტატუსი შეიჩერე და ბავშვი რომ დაიბადება, სწავლა მერე გააგრძელეო.

ხშირად ვჩხუბობდით ამ თემაზე, ბოლოს იძულებული გავხდი, სტატუსი შემეჩერებინა. დედაჩემსაც არ შეეძლო ფინანსურად დამხმარებოდა და ვერც ვერავის დავავალდებულებდი. ამ ყველაფერმა ძალიან ცუდად გამხადა. სოფელში დაბრუნება გადავწყვიტე, არც ჩემი ქმრის დანახვა მინდოდა და აღარც მისი ოჯახის წევრების, რომელთაც რაც გაიგეს, რომ ორსულად ვიყავი, ერთხელაც არ მოვუკითხივარ. ჩემი დედამთილი მხოლოდ მაშინ რეკავდა ჩემთან, როცა ჩემს ქმარს ვერ დაუკავშირდებოდა, და ისე, სხვათა შორის, ზრდილობის გულისთვის, გამომკითხავდა ხოლმე, როგორ ვიყავი. მოკლედ, ჩავალაგე ბარგი და დედაჩემთან წავედი.

– მეუღლეს უთხარით თუ დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება.

– ვუთხარი. მშვიდად მიიღო. მძაფრი რეაქცია არ ჰქონია. მოკლედ, წავედი. ჰოდა, მოგეხსენებათ, რა საზოგადობაშიც ვცხოვრობთ, ახალგაზრდა გოგო, ორსული, ქმრის გარეშე დაბრუნდა მშობლების სახლში...(განაგრძეთ კითხვა>>>)

3
279
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
279
  
2022, 9 დეკემბერი, 22:59
როგორც ადრე მითქვამს,საქართველო არის მონათა ქვეყანა და მონას აზროვნების უნარი არ აქვს. სინამდვილეში,ადამიანის დანიშნულება,უმთავრესი დანიშნულება არის იყოს ბედნიერი და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს,არც გამრავლება და არც გაყოფა. ეკლესიები მოძღვრავენ მრევლს რო თუ უშვილძიროდ გადავარდებიან,ისინი ცოდვილები იქნებიან და ეს არის ტყუილი. არ უთქვამს ქრისტეს რო ჟენია იქნება ცოდვილი თუ თამაზას არ მისცემსო. უბრალოდ,ეს ხდება იმისთვის რო მეტი მონა ყავდეთ ეკლესიებს და უფრო მეტი ადამიანი ატარონ თავის ჭკუაზე.
2022, 9 დეკემბერი, 22:54
გოგონების დიდი უმრავლესობა ოჯახიდან გაქცევას ცდილობს და ის უნდათ(ბოდიში მომითხოვია),რადგანაც ქორწინების გარეშე სექსი არ მოსულა ისევ საზოგადოების აზრით,თხოვდებიან და მერე გამორბიან უკან,რაც ლოგიკურია. სექსი სექსია და ოჯახი სხვა,ამის ცოდნას დიდი ტვინი არ სჭირდება,მარა ქართველი გოგონების უმეტესობას არ აქვს სამწუხაროდ. ერთი საქალწულე აპკის გამო რამდენი გოგონა უბედურდება და რამდენი ებმევა მონობის უღელში წარმოუდგენელია. არადა არაფერი და გასაუცარი არ არის იმაში 40 წლამდე შეინარჩუნო ქალიშვილობა :) ცხოველები კი ვართ ადამიანები,მარა ცხოველებიდან ვერ ვისწავლეთ,რომ საპირისპირო სქესი სწორად უნდა შეარჩიო და ისე დაწყვილდე. ყველა მდედრი ცხოველი ყველა მამრ ცხოვლეს არ აძლევს,თქვენი აზრით რატომ? კომპიუტერი მოვიგონეთ და მაგრები გვგონია თავები,როცა დაწყვილებაც არ შეგვიძლია. სირცხვილია ერო,როცა საქალწულე აპკი უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ადამიანების ბედნიერება
2022, 9 დეკემბერი, 22:46
ის რანაირი მენტალიტეტია,როცა საკუთარ შეცდომებს სხვას აბარლებ? საზოგადოებას ინდივიდები ქმნიან და რანაირადაც ფიქრობ შენ,სხვაც ანალოგიურად უდგება საკითხს. დარწმუნებული იყავით,რომ ეს გოგოს ანალოგიურად გაკიცხავდა სხვას,ესე ხდება და არცაა გასაკვირი,რადგან სხვისი ცხოვრების ქექვა მოდაშია. თუ გვინდა რო ოდესმე ეშველოს ამ საკითხს,მაშინ თითოეული უნდა შეცვალოს და შეცვალოს თავისი თავი,მერე საზოგადოებას გარდაიქმენბა.

რაც შეეხება ოჯახების დანგრევას,მე ის უფრო მიკვირს ოჯახებს რო ქმნიან,ვიდრე დანგრევა. დღევანდელ მამრებს რო გადახედავ,1 % თუ შეატყობ რო რამე უნდა და პასუხისმგებლიანია. გასაგებია,რომ ერს უჭირს და "დანიშნულება" აქვს შესასრულებელი,უნდა გამრავლდეს,მარა ეგ ცხოველური ინსტიქტია და ადამიანებს მეტი ადამიანობა უნდა ქონდეთ. როცა სხვა ადამიანს უკავშირებ ცხოვრებას ე.ი. შენ თმობ თავისუფლების ნაწილს,პასუხისმგებლობა გეზრდება და ცხოვრების სტილი უნდა შეცვალო,თუ ამისთვის არ ხარ მზად,ცოლი არ უნდა მეიყვანო :)
0 1 3