x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
"დღეს მიშას სასამართლოა… ისეთი გაუბედურებული და ღირსებააყრილია, შენ შეგეცოდებოდა.. არ ვიცი რად უღირდა ასეთი სიცოცხლე?!.. ან შენი სიკვდილი რად უღირდა?!"-ხათუნა ხოფერია

image

დღეს 2005 წელს გარდაცვლილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა.ამასთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-2004 წლებში და ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


"დაბადების დღეს გილოცავ, ზურა!
ვბერდებით…. შენ ისევ 41 წლის ხარ. ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ- მინისტრი. პირველი “ მწვანეთა” ლიდერი! იცი რა თქვა შენზე უწმინდესმა? - ზურაბ ჟვანია გამოირჩეოდა თავისი ინტელექტით, მაგრამ ამავე დროს, დიდი რწმენით! ის იყო მუდამ პირველი, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში”. ჰო, ნამდვილად ასეთი იყავი… არა, ხარ!..
ცხოვრება უცნაურია, ძალზედ რთული, მაგრამ სამართლიანი! დღეს მიშას სასამართლოა… ისეთი გაუბედურებული და ღირსებააყრილია, შენ შეგეცოდებოდა… ჰო, შეგეცოდებოდა… არ ვიცი რად უღირდა ასეთი სიცოცხლე?!.. ან შენი სიკვდილი რად უღირდა?!…
ცხოვრება ყველაფერს ალაგებს. ყველა მადლს, ქვაზე დადებულსაც კი, მადლის გამცემს უბრუნებს. ყველა ბოროტებას, ბოროტების ჩამდენს დაატეხს თავს.
წლები მიდის და შენი მკვლელობისთვის საერთოდ აღარ ვიცლით. ბედს მივენდეთ… გვაპატიე!… უბრალოდ, ეს საშინელი მონატრების გრძნობა და შენი შეუცვლელობა როგორც ჭკუის დამრიგებლის და ლიდერის, სულ უფრო მტკივნეული ხდება!
გილოცავ, დაბადების დღეს! შენ ისევ 41 წლის გახდი!
მადლობა, რომ იყავი! მადლობა, რომ ხარ! მადლობა, რომ ყოველთვის იქნები!"
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს, იგი აღმოაჩინეს ნაქირავებ ბინაში მეორე გარდაცვლილთან, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვთან ერთად.
დღემდე არსებული ვერსიით, ისინი გაზის გამათბობელი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირის შედეგად დაიღუპნენ, თუმცა დღემდე საზოგადოებაში დარჩენილია კითხვები.
ზურაბ ჟვანია დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
0
513
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0