x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"მგონი დროა..." - რა ინიციატივით გამოდის ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხირდან უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრებისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და უკრაიაში მებრძოლ ყველა ქართველს ზემოხსენებული ინიციატივის ავტორებისთვის პასპორტების ჩვენებისკენ მოუწოდებს:


"მოქალაქეობას ჩამოვართმევთ უკრაინაში მებრძოლ ქართველებსო არა? მგონი დროა იქ მებრძოლმა და ნაბრძოლმა ყველა ქართველმა ერთად ვაჩვენოთ ამათ პასპორტი."- წერს "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 დეკემბერს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების სხვა ქვეყნის ჯარში ჩარიცხვის შემთხვევაში ქართული კანონმდებლობის მიხედვით მათ საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად ჩამოერთმევათ:


"მეორე მხარე ვინც ეპატიჟება და 45 000 გრივნაზე ელაპარაკება, არ უხსნის, რომ ქართული და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას. ამას არავინ უხსნის და იქნებ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები და ჩემი დღევანდელი გამოსვლა ამაში წაადგეთ. უნდა იცოდნენ რომ კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას იმ შემთხვევაში, თუ როგორც ის ადამიანი იწერება, ირიცხებიან სხვა ქვეყნის ჯარებში. თუმცა, ეს შეიძლება მართალიც არ იყოს და არ ირიცხებოდნენ" – განაცხადა მდინარაძემ.







0
1177
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1177