x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნეილონის წინდების ისტორია
image

ქიმიური კომპანიის E. I. du Pont de Nemours and Company (DuPont) ლაბორატორიაში 1930 წლიდან სერიოზული სამუშაოები ტარდებოდა ნეილონის მიღებაზე.


1935 წლის თებერვალში ქიმიკოსთა ჯგუფმა უოლას ჰიუმ კაროზესის ხელმძღვანელობით საბოლოოდ შეძლო პოლიმერების მოპოვება, საიდანაც ძაფებს იღებდნენ გამდნარ მდგომაროებაში. ამ მასალის საფუძველზე შემუშავდა ნეილონის წარმოების მეთოდი.


DuPont-მა გამოგონება დააპატენტა 1938 წელს და უკვე 1939 წელს დელავერში აშენდა პირველი ნეილონის ქარხანა. მალე მისი აქტიურად გამოყენება დაიწყეს .მზადდებოდა ანკესის ძუა, კბილის ჯაგრისები, ძაფი ქირურგიული ოპერაციებისთვის და ქალის წინდები.



იმავე 1939 წელს, ნიუ-იორკში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე, კომპანიის პრეზიდენტმა ჩარლზ სტეინმა ნეილონის პროდუქციის წარდგენისას თქვა, რომ წინდების მასალა ობობის ქსელზე უფრო წვრილია და ფოლადზე უფრო მკვრივი.

image

ქალბატონებმა გადაწყვიტეს, რომ საუბარი იყო წინდებზე, რომლებიც არ ირღვევა, წინდების შესამოწმებლად სამი მოხალისე ქალი აირჩიეს: მათ მიიღეს სათითაო წყვილი და ეცვათ სამი კვირის განმავლობაში. საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ გოგონებს წინდების გარეცვხა ყოველდღე ხელით მოუწევდათ და მომავალში სწორედ ეს გახდა სარეკლამო კამპანიის ნაწილი - ნეილონის წინდების გარეცხვა ყოველდღე შეიძლებოდა!


1937 წელს ჩინეთის წინააღმდეგ იაპონიის მიერ სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ და რაც მთავარია, იაპონური თვითმფრინავების მიერ მდინარე იანძიზე ამერიკული სამხედრო კარჭაპების და სამი ტანკერის ჩაძირვის შემდეგ, შეერთებულ შტატებში დაიწყო უზარმაზარი კამპანია, რათა ბოიკოტი გამოცხადებულიყო იაპონურ საქონელზე.


1939 წელს ამერიკამ ოფიციალურად გაწყვიტა სავაჭრო ხელშეკრულება იაპონიასთან. 1940-1941 წლებში მიღებულ იქნა არაერთი აქტი, რამაც შეუძლებელი გახადა ქვეყნებს შორის ვაჭრობა.


იაპონური აბრეშუმის ბოჭკოს იმპორტი ამერიკის ბაზარზე შეწყდა. შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იაპონელებისთვის მტკივნეული იქნებოდა, ამერიკელები როგორღაც აიტანდნენ დამატებით აბრეშუმის კაბის გარეშე ცხოვრებას. მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ არა მხოლოდ ბლუზები და კაბები მზადდებოდა აბრეშუმისგან, არამედ ატრიბუტი, რომელიც ფაქტიურად ყოველდღე საჭირო იყო - წინდები.


დეფიციტის საპასუხოდ, DuPont-მა ბაზარზე ნეილონის წინდები შემოყარა. სიახლე იმ დროისთვის კოსმოსური ფასი ღირდა, წყვილი - 1, 15-დან 1, 35 დოლარამდე და მათი ყიდვა მხოლოდ უილმინგტონის მაცხოვრებლებს შეეძლოთ, სადაც კომპანიის შტაბ-ბინა იყო განთავსებული.


ნიუ-იორკში პირველ დღეს გაიყიდა 78 ათასი წყვილი წინდა და ეს იმისდა მიუხედავად, რომ გამყიდველები თითო მყიდველს ორი წყვილზე მეტს არ აძლევდნენ. პირველ წელს DuPont-მა გაყიდა 64 მილიონი წყვილი წინდა, ანუ „ნეილონი“, როგორც მათ უწოდეს. შემდგომში წინდის ფასი 92 ცენტამდე დაეცა.


1942 წელს დიუპონმა გამოაცხადა, რომ ნეილონს იყენებდნენ სამხედრო მიზნებისთვის - პარაშუტებისთვის, კოღოების საწინაარმდეგო ბადეებისთვის, ჯავშანტექნიკისთვის. ქალებს წელიწადში მხოლოდ ექვსი წყვილი წინდა ერგებოდათ. სხვათა შორის, პარალელურად გამოიგონეს ეგრეთ წოდებული „თხევადი წინდები“ – ფეხების მატონიზირებელი საშუალება Max Factor-იდან.


ამერიკის ქალაქებში ვრცელდებოდა პლაკატები, სადაც ლამაზმანები მოუწოდებდნენ: "შენი წინდები მჭირდება!" მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა ძველი წინდების ჩაბარება, საიდანაც მზადდებოდა სხვადასხვა ნივთები სამხედრო მიზნებისთვის.

image

დიუპონმა ამაყად დაასახელა ნეილონი მასალად "რომელმაც ომი მოიგო". ომის დასრულების შემდეგ, როგორც კი წინდების წარმოება აღდგა, DuPont-მა გამოაცხადა, რომ კომპანია უბრუნდება წარმოებას, მაგრამ ვერ შეძლებს დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა. ამან გამოიწვია აჯანყებების სერია აშშ-ს მაღაზიებში, რომლებიც ცნობილია როგორც "ნეილონის ბუნტი", სანამ DuPont-მა არ შეძლო წარმოების გაზრდა.

DuPont-მა 1959 წელს დაამზადა ელასტიური ბოჭკო სპანდექსი, რომელიც ცნობილი გახდა სავაჭრო მარკით- ლაიკრა.

1
287
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
287
  
2022, 8 დეკემბერი, 15:03
მე დავბრუნდი! გამარჯობა :)
0 1 1