x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
COVID-19 შესაძლოა ფილტვის კიბოს სამკურნალო საშუალება გახდეს
image

ვირუსმა, რომელმაც ექვსი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და გამოიწვია უპრეცედენტოდ გლობალური პანდემია, შესაძლოა რეალურად კიბოს განკურნების გასაღები გახდეს..


ლაბორატორიულ კვლევებში, Covid spike ცილამ მოკლა ფილტვის კიბოს ყველაზე მდგრადი და მომაკვდინებელი ფორმა.


სპაიკის (ეკალი)ცილა არის Covid-ის ის უნიკალური ნაწილი, რომელიც ადამიანებს აინფიცირებს, რადგან ეს არის სტრუქტურა, რომელიც პირველ რიგში ადამიანის უჯრედებში იჭრება



თუმცა მას ასევე შეუძლია ფილტვის კიბოს უჯრედების დაინფიცირება და მოკვლა, რადგან სხვა უჯრედებთან შერწყმისას პროტეინს შეუძლია უჯრედების კვდომის პროცესის ამოქმედება.


კალიპადა პაჰანმა(Kalipada Pahan)ჩიკაგოს სამედიცინო კოლეჯის RUSH-ის ნევროლოგიის პროფესორმა და კვლევის წამყვანმა სპეციალისტმა, თქვა: ”თუ ეს შედეგები განმეორდება ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, ეს იქნება პერსპექტიულ გზა, რათა დავამარცხოთ ეს დამანგრეველი დაავადება"

.

„ინტრანაზალური ცილა S1 შეიძლება გამოვიყენოთ ფილტვის შორსწასულ კიბოზე, როდესაც არ არსებობს სხვა თერაპია პროგრესირების შესაჩერებლად“.-დასძინა პროფესორმა


კვლევაში ნათქვამია რომ დაფიქსირდა ფილტვის კიბოს მქონე ადამიანებში ანეკდოტური შემთხვევები, როდესაც Covid-19 დაინფიცირების შემდეგ, მათი მდგომაროება საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც ამყარებს მეცნიერების თეორიას.


ჟურნალში Cancers-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ჯგუფმა აიღო სპაიკის ცილის კლონირებული ვერსია.


შემდეგ მათ პეტრის ჭურჭელში ადამიანიდან აღებული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს უჯრედებში ცილა შეუშვეს.


მათ აღმოაჩინეს, რომ ცილის დამატების შემდეგ კიბოს უჯრედი მოკვდა.


შემდეგი ეტაპი იყო ცდები თაგვებზე, ფილტვის კიბოთი დაავადებული თაგვებს ცხვირში ყოველ მეორე დღეს ასხურებდნენ კოვიდის ცილას, ხოლო თაგვების სხვა ჯგუფს მხოლოდ ფიზილოგიურ ხსნარს.


ოთხი კვირის შემდეგ მათ გამოიკვლიეს თაგვების სიმსივნეები და დაადგინეს, რომ მათი რაოდენობა და ზომა შემცირდა თაგვების იმ ჯგუფში, რომელსაც Covid–ს ასხურებდნენ.


ფილტვის კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია და აქვს საკმაოდ დაბალი, დაახლოებით ხუთი წელი სიცოცხლის ხანგრძლივობა.


მაჩვენებლები არ უმჯობესდება ფილტვის კიბოს მრავალნაირი მკურნალობის მეთოდის მიუხედავად.


ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოების ცნობით, მხოლოდ წელს ფილტვის კიბოს დაახლოებით 236, 740 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


კვლევამ აჩვენა, რომ არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო შეადგენს ფილტვის კიბოს ყველა შემთხვევის დაახლოებით 84 პროცენტს.


0
144
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0