x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
იკრძალება ქორწინებამდე სექ*ი და ათეიზმი - ინდოენეზიაში ახალი კანონი მიიღეს

image

ინდონეზიის პარლამენტმა მოიწონა ახალი კანონპროექტი, რომელსაც ბევრი ცვლილება შემოაქვს როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე ქვეყნის მაცხოვრებლების და ტურისტების უფლებებში.



მაშ ასე“ ახალი წესების მიხედვით, ინდონეზიაში ქორწინებეამდე სექსი იკრძალება, ასევე გინდა თუ არ გინდა, რელიგია არ უნდა უარყო, ხოლო მკრეხელობაზე და პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე სასჯელი უფრო მკაცრია.


ინდონეზიის ოფიციალური იდეოლოგია ითვალისწინებს რელიგიების თანასწორობას მრავალკონფესიურ სახელმწიფოში, მაგრამ პირველად საკანონმდებლო დონეზე, ქვეყნის მოქალაქეებს ათეისტობა აეკრძალებათ - ახალი კანონი ითვალისწინებს რელიგიიდან განდგომილების დასჯას.



ამ დროისთვის ინდონეზიაში ოფიციალურად დაშვებულია ექვსი რელიგია: ისლამი, რომელსაც იყენებს ინდონეზიელების 85%-ზე მეტი, ქრისტიანობა, რომელიც წარმოდგენილია ორი მიმართულებით (კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი), ბუდიზმი, კონფუციანიზმი და ინდუიზმი.


ქვეყნის მოქალაქეებს (ისევე როგორც უცხოელი ტურისტებს) საერო ცხოვრებაშიც ბევრი ახალი რამ ელით. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ქორწინების გარეშე სექსის აკრძალვას. მოქალაქე თუ მრუშობის დროს გამოიჭირეს, მათ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამასთან, აღნიშნულია, რომ კანონდარღვევაზე შეტყობინება მეუღლეებს ან მშობლებ შეეძლებათ.


ახალ წესებთან დაკავშირებით დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ სასტუმროს მფლობელებიც - მათი აზრით, ქვეყნის სტუმრებისთვის ქორწინების გარეშე სექსის აკრძალვამ შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ტურიზმის ინდუსტრიას.


თუმცა, ინდონეზიელებს და ტურისტებს ექნებათ საკმარისი დრო მოემზადონ ახალი წესებისთვის, - რადგან ის ძალაში მხოლოდ სამი წლის შემდეგ შევა.

0
78
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0