x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ახალგაზრდა მხატვარი ქალი სამშობიარო გართულების შემდგომ კლინიკაში გარდაიცვალა

image

33 წლის მხატვარი მაია კუჭავა, სამშობიარო გართულების შემდგომ, კლინიკაში გარდაიცვალა.


გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის ოჯახი, მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.


"ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდათ. ორსულად იყო, ცოლ-ქმარი სულ დადიოდნენ კონტროლზე და ყველაფერი ნორმალურად იყო. მე-8 თვეში წნევები დაეწყო და მივიდა ექიმთან, სადაც ჩვეულებრივ წნევის დამწევი მისცეს და გამოუშვეს სახლში. იმავე ღამეს კრუნჩხვებში ჩავარდა და კლინიკაში კვლავ შეიყვანეს. რატომღაც ექიმებმა იმ ღამითვე ამშობიარეს. სამწუხაროდ, ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ამის შემდგომ დედა კარგად იყო, მაგრამ ორი საათი გავიდა და კომაში ჩავარდა, თურმე გაჟონვა მიუღია...", - ამბობს ოჯახის ახლობელი, რომელიც მიიჩნევს რომ ექიმებმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს.

0
310
შეფასება არ არის
ავტორი:ლელუ
ლელუ
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0