x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
არაფრის არ რცხვენიათ: ვარსკვლავების 25 ყველაზე თამამი ჩაცმულობა, რომლებმაც 2022 წელს ყველა შოკში ჩააგდო

image


ეს წელი საკმაოდ მდიდარი იყო საინტერესო მოვლენებითა და თამამი ტრენდებით, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული მაინც "შიშველი" მოდა გახლდათ, თუ წლევანდელ მნიშვნელოვან ღონისძიებებს გადავხედავთ თვალში აუცილებლად მოგხვდება ვარსკვლავების "შიშველი" კაბებისადმი განსაკუთრებული სიყვარული. მათი მოშიშვლებული ინტიმური ნაწილების შემხედვარე ზოგჯერ ფიქრობ – როგორ შეუძლიათ მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებს აი, ასეთი პროვოკაციული კაბების ტარება? მოდით, ერთად გავიხსენოთ, კიდევ რომელი სელებრითების თამამმა ჩაცმულობამ გაგვაოცა წლევანდელ წელს ყველაზე მეტად.




მეგან ფოქსი


image


როდესაც თამამ აუთფიტზე ვფიქრობთ, ალბათ, პირველ რიგში, მეგან ფოქსი გვახსენდება. მსახიობს არც არაფრის ერიდება და არც საკუთარი სხეულის ინტიმური ადგილების საჯარო დემონსტრირება აშინებს. ჰელოუინის წვეულებაზე მეგანი არც მეტი, არც ნაკლები პამელა ანდერსონის იმიჯით გამოჩნდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ აუთფიტში "ტრანსფორმერების" ვარსკვლავს სუნთქვა არ გაუჭირდა.




კაილი ჯენერი

image


თამამი სამოსის კიდევ ერთი თავგადაკლული ფანი - კაილი ჯენერი გახლავთ. მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მისთვის შავი ბადის ტარება სულაც არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას, და უნდა ითქვას რომ რეალითი შოუს "Keeping Up With The Kardashians"-ის ვარსკვლავი 2022 წლის ამ ლუქში საკმაოდ ეფექტურად და სექსუალურად გამოიყურებოდა.




ჯენიფერ ლოპესი

image


წლები გადის, მაგრამ ჯენიფერ ლოპესის ჩვევები და სტილი კვლავაც უცვლელი რჩება. მომღერალს ყოველთვის უყვარდა მაცდური და გამომწვევი სამოსი. ასე რომ არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა პუერტორიკოელი ლამაზმანისთვის გამონაკლისი. "Tribeca Film" -ის კინოფესტივალზე ჯეი ლო შავ გამჭვირვალე კაბაში გამოჩნდა, რომელიც მის ინტიმურ ნაწილებს ძლივს ფარავდა.




ნიკი მინაჟი


image


ამერიკელი რეპ - დივა გამომწვევი ლუქების მოყვარულია. ღონისძიებებზე ის თავისი სკანდალური და პროვოკაციული კაბებით როგორც წესი, ყველა კოლეგას ჩრდილავს. მაგალითად, "Met Gala"-ზე მომღერალი საზოგადოების წინაშე ისეთი კაბით გამოჩნდა, რომელიც მის "ღირსებებს" ძლივს ფარავდა. თუ ნიკი მინაჟის აუთფიტის მიხედვით ვიმსჯელებთ, მომღერალი უყოყმანოდ უნდა ენდობოდეს საკუთარ სტილისტს, რადგან მან ამ სამოსით გამოჩენა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაწყვიტა.



ვარსკვლავების კიდევ რომელი თამამი "ლუქები" დაგვამახსოვრდა ამ წელს ყველაზე მეტად? ამას უკვე ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოგალერეაში იხილავთ:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
528
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
528