x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„შეეგუოს რომ სასჯელის მოხდა მოუწევს!“ - თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე
image


"სააკაშვილი მკურნალობის კურსს უნდა დაემორჩილოს და შეეგუოს, რომ სასჯელის მოხდა უწევს", - ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი TV იმედის" ეთერში ამბობს.

.

„მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაქვს სრული ნდობა ჩვენი პენიტენციური სამსახურის, იქ მომუშავე პროფესიონალი სამედიცინო თუ სხვა კადრების მიმართ, ვისაც უსაფრთხოების საკითხები აბარია და შესაბამისად, აქ მე კითხვის ნიშანი არ მაქვს. რასაკვირველია, პატიმრობა არავისთვის არის დალხენილი მდგომარეობა და ასე არის მოცემული პატიმრისთვის, ბატონი სააკაშვილისთვის.


.

მას შეიძლება, მხოლოდ თუ კი მისი სიცოცხლის ინტერესში ვმოქმედებთ, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, რაღაცნაირად გაიაზროს, რომ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა.

.

ეს მისი რეალობაა და ამ რეალობასთან შეგუება არ იქნებოდა ურიგო იმისათვის, რომ შესაბამისად მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახოს, რომ პატიმარი ათვითცნობიერებს, რომ დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, სასჯელის მოხდისას თვითონვე არის ადეკვატური სასჯელთან.

.

ვფიქრობ, რომ მის დაავადებას ბრჭყალებში ალბათ, ასე ჰქვია, რომ მას აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა“, - თქვა წულუკიანმა.

,

"მიხეილ სააკაშვილი არ კი არა, ვერ ღებულობდა საკვებს ძალიან დიდი ხნის მანძილზე" - ამის შესახებ ადვოკატი ილია ლომია მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საუბრობს და "ვივამედის" ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც ის "იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ - არ".

.

შუამდგომლობა გახლავთ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების თაობაზე, რომელიც განიხილება 9 დეკემბერს 13:00 საათზე. როგორც წესი, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემქმნელები, ავტორები ვინც არიან ექიმ-სპეციალისტები, ექსპერტები, სავალდებულოა მათი გამოკითხვა და ცალსახად ვაცხადებ და ეს ასახულია სამედიცინო დოკუმენტებში შემგდომ უკვე ეს აისახა დასკვნაში, მიხეილ სააკაშვილი არ კი არა, ვერ ღებულობდა საკვებს ძაან დიდი ხნის მანძილზე, - ამბობს ილია ლომია.

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0