x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"კმარა! მე ვინახავდი მთელს საბჭოთა კავშირს, პუგაჩოვა კი მთელ რუსეთს" - ლაიმე ვაიკულეს ხმამაღალი განცხადება
image

ლატვიელმა არტისტმა ბოლო ინტერვიუში რეზონანსული განცხადება გააკეთა.


პოპულარულმა მომღერალმა ლაიმა ვაიკულემ ყელეარხ "дождь"-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.


მომღერალმა იმ ბრალდებებს უპასუხა, სადაც მას აყვედრიან რომ სწორედ საბჭოთა კავშირში და რუსეთში ერგო წილად დიდება და ბევრი ფული.



გაბრაზებული არტისტი კრიტიკიით თავს დაესხა სახელმწიფოს.


მან განაცხადა, რომ აქეთ ინახავდა სსრკ-ს, ხოლო მისი მეგობარი ალა პუგაჩოვა მთელ რუსეთს.


ვარსკვლავის თქმით, ისინი სრულად ავსებდნენ საკონცერტო დარბაზებს, უშვებდნენ გრამფირფიტებს უზარმაზარი ტირაჟით და ამაში უხდიდნენ კაპიკებს.


”მე ვარჩენდი ფილარმონიას, ვინახავდი საბჭოთა კავშირს ჩემი დისკების გამოშვებით, ” - თქვა მან.


ვაიკულეს თქმით, 45000- ადგილიანი სტადიონის გავსებისას იგი იღებდა ერთ კონცერტზე 17 მანეთს, მომღერალმა აუდიტორიოს შესთავაზა გამოთვალოს, მისგან რა თანხას შოულობდა სახელმწიფო.


ვაიკულემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მილიონი ტირაჟით გაყიდულ დისკზე 137 მანეთი ჰონორარი დაერიცხა, ამის შემდეგ ვიღაცეებმა გამოიტანონ დასკვნა "ვინ ვის ინახავდა და ვინ ვის უხდიდა".


მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ინახავდა მთელ საბჭოთა კავშირს".


”და ალა მთელ რუსეთს ინახავდა, რომელსაც ახლა რაღაც ბრალდებებს უყენებენ”, - აღნიშნა მომრერალმა.


ვაიკულემ ისიც დასძინა, რომ ის არ ეძებდა თაყვანისმცემლების სიყვარულს და არასოდეს უღხოვია ტელევიზიით მისი ჩვენება.


მან ხაზი გაუსვა, რომ "ის არ ითხოვდა, უბრალოდ მას "იწვევდნენ".


ლაიმა ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო მუსიკითა და ცეკვით. 1966 წელს, 12 წლის ასაკში, მან ახალგაზრდა მომღერლების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ყურადღება დაიმსახურა. 1970-იდან 1973 წლებამდე ის სწავლობდა ექთნობას ვილნიუსის სამედიცინო კოლეჯში, პარალელურად ის აგრძელებდა სიმღერას ბენდთან ერთად. საბოლოოდ, ის რიგაში, ადგილობრივ ბენდში სოლისტი გახდა და მონაწილეობას იღებდა ღამის კლუბებში და რესტორნებში კონცერტებზე.პირველი საყოველთაო პოპულარობა იწყება 1985 წლიდან, სწორედ იმ პერიოდში და შემდგომ ჩაწერა სიმღერები, რომელიც შლაგერებად იქცა, ესენია:"ვერნისაჟი", "ჩარლი", "სკრიპაჩ ნა კრიშე", "იშჩო ნი ვეჩერ" და სხვა.


1
1151
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1151
  
2022, 6 დეკემბერი, 18:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1