x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სამი სიმღერა, რომლებმაც ადამიანები თვითმკვლელობამდე მიიყვანა
image

მუსიკასა და ემოციებს შორის განუყოფელი კავშირი ევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის იყო და დღეს ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია წარმოიდგინოს თავისი ცხოვრება მუსიკის გარეშე. მკვლევარები ამბობენ, რომ მუსიკის მოსმენა ამცირებს სტრესს და ასევე მუსიკას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.თუმცა არსებობს ძალზე იშვიათი, მაგრამ უკუეფექტი, რა დროსაც მუსიკის მოსმენამ ტრაგედია გამოიწვია .ქვემოთ 3 ასეთ შემთხვევაზე გვექნება საუბარი.



ოზი ოსბორნის საქმე



1984 წლის 27 ოქტომბერს 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა მას შემდეგ რაც მოისმინა ოზი ოსბორნის "Suicide Solution», რომელიც ჟღერდა ოზის სადებიუტო სოლო ალბომში Blizzard of Ozz (1980) მომღერალი დაადანაშაულეს ბიჭუნას თვითმკვლელობამდე მიყვანაში, სიმღერის ტექსტში ასეთ ფრაზას შეხვდებით:"რატომ იტანჯები? აიღე პისტოლეტი და ისროლე".წლების განმავლობაში გაწელილი სასამართლო პროცესის შემდეგ, ოსბორნი და ოზის ჯგუფის სხვა წევრები 1992 წელს საბოლოოდ გაამართლეს .



Judas Priest -ის საქმე


1990 წელს, ბრიტანულ როკ-ჯგუფს უჩივლეს სიმღერისთვის "Better you, Better than me.", რომელიც Judas Priest -მა 1978 წელს ჩაწერა. ორი გარდაცვლილი ბიჭის .18 წლის რეი ნელკანის და 20 წლის ჯეიმს ვენსის მშობლების თქმით, სწორედ ამ სიმღერამ უბიძგა მათ სუიციდამდე. ჯგუფი საბოლოოდ გაამართლეს.აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერის ორიგინალი ეკუთნის ჯგუფ Spooky Tooth-ს (1969 წელი)


რეჟე შერეშის თვითმკვლელი სიმღერა


სიმღერა უნგრელმა კომპოზიტორმა დაწერა 1933 წელს, საუბარია „Vege a vilagnak“-ზე (მსოფლიოს აღსასრული ახლოვდება), რომელიც უფრო ცნობილი გახდა როგორც „Szomoru vasarnap“ (უნგრულად) ან „Bloomy Sunday“ (ინგლისურად), რაც ითარგმნება როგორც „პირქუში კვირა“. ეს სინგლი ისტორიაში შევიდა, როგორც "თვითმკვლელთა უნგრული სიმღერა".ინგლისურ ვერსიას ასრულებდა ბილი ჰოლიდეი.


ეს გახლდათ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სიმღერაა, რომელიც სავსეა სრული პესიმიზმით . აღსანიშნავია, რომ სიმღერის გამოსვლა დაემთხვა ამერიკის დიდ დეპრესიას, დაფიქსირდა 100-ზე მეტი თვითმკვლელობა აშშ-ში და ევროპაში.

საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ აიკრძალა მისი რადიოში გაშვება, კიდევ უფრო დრამატულად გაგრძელდა სიმღერის ავტორის რეჟე შერეშის ისტორია, მან 1968 წელს საავადმყოფოში თავი ჩამოიხრჩო, მან მანამდეც სცადა თვითმკვლელობა, სახურავიდან გადმოხტა, თუმცა გადარჩა.


1
370
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
370
  
2022, 6 დეკემბერი, 16:42
:-(
0 1 1