x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"თუ სტილის გამო ვიმსახურებ დაკავებას, მაშინ დამიჭირეთ... ვფიქრობ, კატარში ხალხს მოვწონვარ და მიღებენ" - ვინ არის მოდელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის დედოფალს უწოდებენ

თით­ქმის ყო­ველ­თვის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დროს, მე­დია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ზე და სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი "ჩემ­პი­ო­ნა­ტის დე­დო­ფალ­საც" კი ასა­ხე­ლე­ბენ. კა­ტარ­ში მიმ­დი­ნა­რე მუნ­დი­ალ­ზე კი ყუ­რა­დღე­ბა ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბის მომ­ხიბ­ვლელ­მა ფან­მა, მო­დელ­მა ივა­ნა ნო­ლიმ მი­ი­პყრო. ყო­ფი­ლი "მის ხორ­ვა­ტია" ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც ხორ­ვა­ტი­ის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მო­ე­დან­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი და თა­მა­მი სტი­ლით გა­მოჩ­ნდა. მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, რო­მელ­თა ავ­ტო­რე­ბიც "კა­ტა­რელ­თა შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში" სდებ­დნენ ბრალს და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ კა­ტა­რის "კულ­ტუ­რის კო­დექ­სის დარ­ღვე­ვის­თვის, და­ა­კა­ვებ­დნენ."

image

მსოფ­ლი­ოს 2022 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ფანი ამ­ბობს, რომ დო­ჰა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი რომ მსგავ­სი რამ მოხ­დე­ბო­და, თუმ­ცა ივა­ნა ნო­ლის თქმით, ამ სა­კი­თხზე დი­დად არ დარ­დობ­და. ივა­ნას გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" უკვე 1 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, მად­ლო­ბას კი ის შემ­დე­გი ფო­ტო­თი იხ­დის: "არას­დროს მქო­ნია იმის შიში, რომ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს იმის გამო და­ვე­კა­ვე­ბი­ნე თუ ვინ ვარ. არ ვფიქ­რობ, რომ ერ­თმა­ნეთს ჩაც­მუ­ლო­ბის გამო უნდა ვა­წყე­ნი­ნოთ. თუ ჩემი სტი­ლი იმ­სა­ხუ­რებს და­კა­ვე­ბას, მა­შინ და­მი­ჭი­რეთ“, - ამ­ბობს მო­დე­ლი.

image

მო­დე­ლის თქმით, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯე­ბი ძი­რი­თა­დად ტრო­ლე­ბის­გან იღებს, ხოლო რე­ა­ლუ­რად კა­ტა­რე­ლებს მისი სტი­ლი ძა­ლი­ან მოს­წონთ. "როცა ად­გი­ლობ­რი­ვებს ვხვდე­ბი, ისი­ნი მი­ღე­ბენ ისეთს, რო­გო­რიც ვარ, კა­ტარ­ში უკვე ყვე­ლა მიც­ნობს. ვხე­დავ, რომ მათ მოვ­წონ­ვარ და მი­ღე­ბენ“, - ამ­ბობს მო­დე­ლი. ივა­ნა ნოლი გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და. ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო როცა ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად ხორ­ვა­ტი­ა­ში გა­და­ვი­და. 30 წლის მო­დე­ლი ყო­ფი­ლი "მის ხორ­ვა­ტი­აა.“ ამი­სა აქვს სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი­სა და ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის ბიზ­ნე­სი, რომ­ლის­თვი­საც მო­დე­ლი თვი­თონ­ვეა. ცნო­ბის­თვის, ხორ­ვა­ტია 1/8 ფი­ნალ­შია. 5 დე­კემ­ბერს ია­პო­ნი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან და 1/4 ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბას ეც­დე­ბი­ან.
წყარო:bbcnews.ge
0
264
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0