x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთიდან გაქცეული ვალერი მელაძე დუბაიში ოლიგარქებისთვის იმღერებს
image

რუსეთიდან გაქცეული ქართული წარმოშობის მომღერალი ვალერი მელაძე უსაქმოდ არ ზის. მუსიკოსი, როგორც ჩანს კვლავ მოთხოვნადია.


ინტერნეტში მელაძის სამომავლო კორპორატიულ გამოსვლებს განიხილავს, რომელიც ახალი წლის ღამეს დუბაიში შედგება.


სადღესასწაულო ღამეს მომღერალი ოლიგარქებისა და მდიდარი თანამემამულეების წინაშე წარდგება



ბილეთი 127-170 ათასი რუბლი ეღირება.(6000-7, 500 ლარი)


„ვალერი მელაძე, რომლის ყველა ღონისძიება რუსეთში გაუქმდა, უსაქმოდ არ ზის. მომღერალი ახალ წელს დუბაიში აღნიშნავს, სადაც თანამემამულეებისთვის იმღერებს. მელაძის ბილეთები 127 - 170 ათასი რუბლი ეღირება, ”- წერენ ინტერნეტში.


პორტალმა Blitz+-მა პროდიუსერ პაველ რუდჩენკოსგან გაარკვია, თუ რატომ დატოვა მელაძემ რუსეთი.


სპეციალისტს მიაჩნია, რომ აქ ყველაფერი საკმაოდ პროზაულია - მომღერალი ფულის გამო წავიდა.

image

„ახლა ბევრი არტისტი მართავს კონცერტებს დუბაიში. იქ ფული იშოვება. ეს არის ერთგვარი ახსნა, თუ რატომ გადავიდა იქ ბევრი ხელოვანი, ”- თქვა რუდჩენკომ.


რუსეთში მელაძე არ მართავს კონცერტებს და მხოლოდ ფარულად მღერის კორპორატიულ წვეულებებზე. მაგალითად ცოტა ხნის წინ კორპორატიული საღამო გამართა ტაშკენტში, შეგახსენებთ, რომ არტისტი რუსეთში აითვალისწუნეს მას შემდეგ, რაც დაგმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.


ვალერი მელაძე 1965 წლის 23 ივნისს ბათუმში დაიბადა. ოჯახში, მის გარდა, უფროსი ძმა კონსტანტინე და უმცროსი და ლიანა იზრდებოდნენ.


ბათუმის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით ჩააბარა. კონსტანტინე კი ვიოლინოსა და ფორტეპიანოს უფრო ვირტუოზულად ფლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ძმებმა ნიკოლაევსკის გემთმშენებელ ინსტიტუტში ჩააბარეს.





მეორე კურსის სტუდენტი ვალერი ინსტიტუტის ანსამბლის რეპეტიციებზე მოხვდა, სადაც მისი უფროსი ძმა უკვე კლავიშებიან ინსტრუმენტზე უკრავდა. კონსტანტინეს თხოვნით, ვალერი ხმის რეჟისორის დამხმარე ტექნიკოსად აიყვანეს. ნახევარ წელიწადში კი ის უკვე ანსამბლის სოლისტი იყო.


1989 წელს ნიჭიერი ძმები მელაძეები მიიწვიეს ჯგუფში „დიალოგი“, რომელიც არტ–როკ სტილში მუშაობდა. მაშინ ჯგუფის ლიდერმა კიმ ბრეიტბორგმა ჩათვალა, რომ ვალერის ხმა ძალიან ჰგავდა ჯონ ანდერსონის ხმას. ვალერის სიმღერებმა უკრაინაში მალე მოიპოვა პოპულარობა და 1993 წელს მისი, როგორც სოლო მომღერლის, დებიუტი შედგა. მელაძის პირველი ჰიტი იყო რომანსი, რომლის დამსახურებითაც ის 1994 წლის აღმოჩენადაც დასახელდა. მალე ნიჭიერი მომღერალი რუსეთის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას ყურადღების ცენტრში მოხვდა და მან ვალერი იმავე წელს მიიწვია თავის საშობაო კონცერტზე.


1995 წელს გამოვიდა ალბომი Сэра, რომელიც მომენტალურად ჰიტად იქცა. მას შემდეგ კონსტანტინ მელაძის დაწერილი და ვალერის მიერ შესრულებული ყველა სიმღერა პოპულარული ხდებოდა.

1
290
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
290
  
2022, 3 დეკემბერი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1