x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ანტივაქსერი მედდა, რომელმაც 8600 პაციენტს ვაქცინის ნაცვლად მარილწყალი გაუკეთა, სასამართლოდან გაათავისუფლეს
image

ვაქცინაციის მოწინააღმდეგე მედდამ, რომელმაც 8600-მდე ხანდაზმულ ადამიანს კოვიდ-19-ის ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი შეუშხაპუნა, სასამართლო დარბაზი დატოვა.


წითელი ჯვრის მედდამ, 39 წლის ანტჯე ტ-მ ათასობით მოხუცებული პაციენტი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა მას შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ ვაქცინაციის ცენტრში, მისი თქმით, BioNTechPfizer ვაქცინის ნაცვლად პაციენტებს ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთა.


ექთანს, რომელიც ატარებდა ყალბ აცრებს Schortens-ის ვაქცინაციის ცენტრში, ფრისლანდიაში, ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში, მიესაჯა მხოლოდ ექვსი თვე პირობითი სასჯელი.



30 ნოემბერს, ოლდენბურგის რაიონულმა სასამართლომ, ქვემო საქსონია, ექთანი დამნაშავედ ცნო ექვს პუნქტში.


2021 წლის 5 მარტიდან აპრილამდე, ანტჯე ტ-მ ზარალი მიაყენა 8600-მდე პაციენტს, რომლებიც ძირითადად იყვნენ 70 წელზე უფროსი ასაკის საავადმყოფოს თანამშრომლები, პედაგოგები და ექიმები, რის გამოც მომაკვდინებელი ვირუსისგან დაუცველები დარჩნენ.


პოლიციამ სასამართლოს განუცხადა, რომ მან შეუმჩნევლად შეძლო ფიზიოლოგიური ხსნარის გაკეთება, რადგან ვაქცინაციის ცენტრში მორიგეობის დროს პასუხისმგებელი იყო ვაქცინისა და შპრიცის მომზადებაზე.


მაგრამ ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეამჩნია, 2021 წლის 21 აპრილს ანტჯემ როგორ გამოიყენა ექვს პაციენტზე ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი.


39 წლის ექთანმა ასევე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც ღიად აცხადებდა, რომ სკეპტიციკურად იყო განწყობილი COVID-19 ვაქცინების მიმართ.


პოლიციასთან დაკითხვისას მან აღიარა, რომ მართლაც გამოიყენა ფიზიოლოგიურ ხსნარი, მაგრამ თქვა, რომ ასე მოიქცა მხოლოდ იმიტომ, რომ შემთხვევით გატეხა ექვსი ფლაკონი და შერცხვა კოლეგებისათვის ამის შესახებ ეთქვა.


მან ასევე განაცხადა, რომ ეს იყო ერთჯერადი ინციდენტი, მაგრამ მაშინვე გაათავისუფლეს სამსახურიდან მას შემდეგ, რაც ანტისხეულების ტესტებმა, რომლებიც ჩატარდა დაზარალებულებზე, დაადასტურა ხელისუფლების ეჭვები.


ინციდენტის შემდეგ, სახელმწიფო ორგანოებმა მოუწოდა თაღლითის მსხვერპლებს დარეგისტრირებულიყვნენ რევაქცინაციისთვის და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს სრულიად უსაფრთხოა.


ანჯე ტ.-ს, თავის მხრივ, თავდაპირველად ბრალი წაუყენეს 15 მუხლით, მაგრამ ცხრა მათგანი მტკიცებულებების არარსებობის გამო მოიხსნა ამა წლის ნოემბერში.

2
338
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
338
  
2022, 31 დეკემბერი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 3 დეკემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2