x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გენდრული თანასწორობის მოთხოვნამ სუსტი სქესის მხრიდან ბევრ ქალს გაურთულა ცხოვრება
image ნორმალურ საზოგადოებაში მიჩნეულია რომ ქალები წარმოადგენენ სუსტ სქესს და შესაბამისად მათი დატვირთვა ისეთი მაღალი არ უნდა იყოს, როგორც მამაკაცის.


ქალს ისედაც დიდი დატვირთვა აქვს ოჯახში, იქნება ეს ბავშვის გაჩენა, ბავშვის მოვლა, დიასახლისობა და ასე შემდეგ.


ნორმალურ ოჯახში წყვილი ინაწილებს სამუშაოს და აუცილებელი არაა ოჯახში ყველაფერი ქალმა გააკეთოს, ქმარი ვალდებულია ყველაფერში შეეხიდოს ცოლს, გნებავთ მეგობარ ქალს რომელთანაც ერთად ცხოვრობს.


ქალები მამაკაცებზე წარმატებული არიან უამრავ სფეროში და ბუნებრივია გენდერული ნიშნით მათი დაჩაგვრა არასწორია, ქალი არაა მონა, ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. მართალია აზიის ქვეყნებში და ზოგადად ისლამურ სამყაროში ხშირად ქალი პრაქტიკულად უუფლებოა, მაგრამ "დრონი მეფობენ" და ეს მანკიერებაც წარსულს გაჰყვება.



არავის აქვს უფლება ქალი დაჩაგროს გენდერული ნიშნით, იქნება ეს ოჯახი თუ სამსახური, ქალიც და მამაკაციც თანასწორუფლებიანია ნორმალურ საზოგადოებაში, თუმცა მას შემდეგ რაც ფემინისტურმა ორგანიზაციებმა პოპულისტური ლოზუნგებით დაიწყეს ქალების უფლებების დაცვა, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულმა მოწოდებებმა სიტუაცია ქალთა უფლებებთან მიმართებით უფრო დაამძიმა ვიდრე გამოასწორა.


სამწუხაროდ საქართველოში, ადაც ქალისადმი პტივისცემა ტრადიციულია, გახშირდა ცოლების და ყოფილი მეუღლეების მკვლელობები, გახშირდა ქალებზე ძალადობის შემთხვევები.


ზოგადად გენდერული თანასწორობის ყბადაღებულმა თემამ ლამის მსოფლიო მოიარა და ხშირ შემთხვევაში ქალს ლამის კაცის როლი დააკისრა.


ქალი გვინდა არ გვინდა მაინც ნაზი არსებაა და მას ის როლი არ უნდა მივაკუთვნოთ, რომელიც მის ძალებს აღემატება.


საუკეთესო გამოსავალია ქალი აღვიქვათ, როგორც მამაკაცის თანასწორუფლებიანი ადამიანი და მას ხელი შევუწყოთ რათა მან საზოგადოებაში მამაკაცების გვერდით სრულუფლებიანი ადგილი დაიმკვიდროს.


გთავაზობთ "გენდერულად თანასწორების" კოლაჟს.
imageimageimage imageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
449
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
449