x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ვერასდროს გამოიცნობთ, რომელ მსახიობს უნდა ეთამაშა ვივიენი "ლამაზმანში" ჯულია რობერტსის ნაცვლად

image


ცოტამ თუ იცის, რომ რომანტიკულ კომედიაში "ლამაზმანი" - მეძავის როლი სხვა მსახიობს უნდა ეთამაშა. კინოისტორიაში ყველაზე მაღალ შემოსავლიან ნამუშევრად აღიარებული, რეჟისორ გარი მარშალის მელოდრამა გამოსვლისთანავე საკულტო ფილმად იქცა. 1990 წლის რომანტიკული კომედია ფინანსური მაგნატის, ედვარდ ლუისისა და ჰოლივუდელი მეძავის, ვივიენის საბედისწერო შეხვედრასა და მათ სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს. 21 წლის ჯულია რობერტსისთვის ეს ნამუშევარი საეტაპოდ იქცა და ეკრანებზე გამოსვლისთანავე ის მთელ მსოფლიოში მეგა პოპულარულ მსახიობად აქცია, რომელზეც ყველა მამაკაცი ოცნებობდა.


image


თუმცა ფილმი შექმნის პროცესში ბევრ წინააღმდეგობას გადააწყდა: ბევრს უბრალოდ არ სურდა მეძავისა და ოლიგარქის სიყვარულის ისტორიაში ჩართვა. ასე, მაგალითად, ქალის მთავარი როლის შემსრულებლის ძებნას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა.


image


როლი თავდაპირველად ინგლისელი მსახიობისთვის, სარა ჯესიკა პარკერისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ყველასთვის საყვარელი სერიალის ვარსკვლავმა ვივიენის როლზე უარი განაცხადა. მას არ სურდა შემდგომში მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ასოცირება.


image


ზოგი იტყვის, რომ ამ როლისთვის - ხვეულთმიანი, მინიატურული, ანცი - სარა ჯესიკა შესანიშნავი იქნებოდა, ზოგიერთი კი ჩათვლის, რომ პარკერს შეუძლებელია ლამაზმანი ეწოდოს ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, თუმცა როგორც სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში" გვახსოვს, სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ეს განსკუთრებული ხიბლი, ასევე ცნობილია, რომ ვივიენის როლი მიშელ პფაიფერსაც შესთავაზეს, თუმცა აღნიშნულ როლზე მანაც იმავე მიზეზით თქვა უარი. ახლა კი ორივე მათგანი თავიანთ არჩევანს ნანობს!







0
675
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
675