x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რაინდობა მამაკაცს სისხლში აქვს ასაკის მიუხედავად, საინტერესო ფოტოკოლაჟი ჯენტლმენ მამაკაცებზე
image როცა მამაკაცი ბავშვობიდან სწორად იზრდება არ შეიძლება მას რამე შეეშალოს საზოგადოებაში.


სწორი აღზრდა ოჯახში, სკოლამდელ აღმზდელობით დაწესებულებაში და სკოლაში, შედეგად ვიღებთ პიროვნებას, რომელიც საზოგადოებაში ქცევის ნორმებს არ დაარღვევს, ყოველ შემთხვევაში ზღვარს არ გადავა.
ასეთი ადამიანები საზოგადოების თვალში არიან თანამედროვე რაინდები, სწორედ ასეთი რაინდის ლოდინში ძგერს უამრავი გოგონას გული.



პატარა "რაინდი" ასე გამოიყურება. ბიჭუნამ ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო, თავად დედის გვერდით დადგა, როცა დედას ჩაეძინა მისი ხელბარგი თავად აიღო და ტრანსპორტის ძელზე მიდებული თავი საკუთარ ხელზე დაადებინა.


image
ამ ფერადკანიანმა ახალგაზრდამ ერთხელ დაიბახა გზაზე გადასვლისას ეს ბებო და იმ დღიდან მოყოლებული ყოველ გადასვლაზე დაუძახებლად ეხმარება.
image
6 წლის ბიჭუნამ პრაქტიკულად თავი გაწირა უმცროსი დის გადასარჩენად როცა გოგონას აგრესიული ძაღლი დაესხა თავს.



"მე უფროსი ძმა ვარ და დის დაცვა მევალება"-განაცხადა კლინიკიდან გამოწერილმა "რაინდმა".


image
5 შვილის დედა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟი იქვე დარჩა, ჯერ ბავშვებს საჭმელი მოუმზადეს, შემდეგ კი ჭურჭელიც გარეცხეს.


image
სტუდენტი ბავშვის ძიძას გამოუცხადებლობის გამო იძულებული გახდა კოლეჯში წაეყვანა ბავშვი, სადაც ძიძას ფუნქცია ლექტორმა აიღო თავზე რათა სტუდენტს ლექციის მოსმენა და ჩაწერა შესძლებოდა.
image
ორსულ გოგოს თან პატარა ბავშვი ახლდა თვითმფრინავით მგზავრობისას, ბავშვი გაუჩერებლად ტიროდა როცა ბავშვის დედასთან სრულიად უცხო მამაკაცი მივიდა და სთხოვა ბავშვი მისთვის გადაეცა დასაწყნარებლად დედას. "მეც მშობელი ვარ და ვიცი როგორ დავამშვიდო ბავშვი"-განუცხადა მან დედას და ბავშვი მალევე დააწყნარა.
image
ეს მამაკაცი ვალენტინობის დღეს, მის ქვრივს იწვევს სადილზე და თან საჩუქრებსაც ატანს.
image
სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა მგზავრებით სავსე ავტობუსი გააჩერა და ტროტუარზე ჩამუხლულ მტირალ გოგონასთან მივიდა მის დასამშვიდებლად, როგორც აღმოჩნდა გოგონა ველოსიპედით სეირნობისას დაეცა, მძღოლმა გოგონა დაამშვიდა და მხოლოდ ამის მერე მიუჯდა ავტობუსის საჭეს.
image
ეს ბიჭი უსინათლო გოგოს უწევს თავისი ინიციატივით მეგზურობას ჰიპერმარკეტში და უხსნის სად რა ალაგია, რათა გოგომ შესძლოს არჩევანის გაკეთება.
image
ახალგაზრდა გოგომ ქმარს სთხოვა სტადიონის კიბეებზე ხელით აიყვანა ასაკოვანი ქალი, რომელსაც კიბეზე ასვლა გაუჭირდა.
image
მეტროს ვაგონში ბავშვიან გოგოს რომელსაც ბავშვი ეტლში ჰყავდა, ჩაეძინა. იქვე მყოფმა ბიჭმა ითავა ეტლში მყოფი ბავშვის მოვლა-ყურადღება და სანამ დედამ არ გაიღვიძა მზრუნველობა არ მოაკლო პატარას.
image
ბერლინის მეტროში სრულიად უცხო "პანკმა" ახალგაზრდა ქალს საკმაოდ მძიმე ტვირთი აატანინა მეტროს კიბეებზე.
image
როცა მეგობარი გოგონა ვიწრო ფეხსაცმელმა შეაწუხა, ბიჭმა მას თავისი სპორტული ფეხსაცმელი ჩააცვა, თავად კი ფეხშიშველმა გააგრძელა გზა, თან გოგოს ფეხსაცმელებიც თავად წაიღო.
image
ამ გოგომ საფულე დაკარგა საბუთებით და საკმაოდ სოლიდური თანხით, ამ ბიჭმა იპოვა საფულე და მის მფლობელს გამოეხმაურა, შეხვდა და დაუბრუნა.
image
მამაკაცს 45 წუთი ასე ეკავა საკუთარი ქალიშვილის თავი რათა მას მშვიდად სძინებოდა.
image
მეზობელმა მეზობლების არყოფნაში მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაც გაწმინდა თოვლისაგან.
image
მატარების ვაგონში ასვლისას, აბეზარი მზერისაგან დასაცავად მოკლეკაბიან გოგოს გამცილებელმა უკან საკუთარი ქუდი ააფარა.
image






0
154
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
154