x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცოდით თუ არა რომ მხოლოდ 6 წლის განმავლობაში,1757 –1763 წლებში...

სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკი, მეფისა და მთავრების ურთიერთდაპირისპირება, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტისმაძიებელთა ინტრიგები, დასუსტებული ეკლესია ქვეყანას ანარქიაში ძირავდა. სოლომონის გამეფებას ეწინააღმდეგებოდნენ რაჭის ერისთავი, გურიელი, აბაშიძეების ძლიერი საგვარეულო. ტახტისათვის მებრძოლ პრეტენდენტთა ცხარე ბრძოლაში სოლომონმა გაიმარჯვა.


იცოდით თუ არა რომ მხოლოდ 6 წლის განმავლობაში, 1757 –1763 წლებში, ქართულ - ოსმალურ ომებში მტრის ზარალი 60 ათას კაცს აღემატებოდა!!! 9 მცირე მასშტაბიან თუ დიდი ბრძოლიდან 8-ში სოლომონმა გაიმარჯვა!
ამ რაოდენობის მოსახლეობა მთელს იმერეთში ძლივს მოიძებნებოდა, შესაბამისად ოსმალთა არმიების ზედიზედ დამარცხება მათთვის დიდი გამოწვევა იყო. სწორედ ამის გამო მტერმა გადაწყვიტა ბრძოლის ტაქტიკა შეეცვალა, ვინაიდან იმერეთის თავდაცვითი ჯარების სიძლიერე თურქთათვის დაუძლეველი გახდა, ამიტომ მტერმა გადაწყვიტა მოღალატე ქართველებთან შეეკრა პირი და ძალების მაქსიმალური მობილიზებით მისთვის არასასურველი მეფე ტახტიდან ჩამოეგდო

image

2
1070
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
1070
  
2022, 20 დეკემბერი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 3 დეკემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2