x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„იმ ორი გარეწრის უკან დიდი დაფინანსება დგას“ - ლალი მოროშკინას სკანდალური განცხადება
image

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ცხრამუხის მონასტერში მომხდარს ეხმაურება და სოცქსელში წერს, რომ დაკაავებულების უკან შესაძლოა, დიდი დაფინანსება იდგეს:

.

„ვიღაცას ძალიან აწყობდა ახლა მსგავსი სკანდალი!
...და მაინც მგონია იმ ორი გარეწრის უკან დიდი დაფინანსება დგას!!!!
რაც მოხდა ცდება მორალს, ზნეობას და კრიმინალს,
სამაგიეროდ ზუსტად ჯდება ფსევდო-ლიბერალურ ხელწერაში!!!


.
აბა ტყუილად დაიბეჭდა ამდენი პლაკატი ფემიციდზე, აბა სხვაგვარად როგორ დავაჩოქოთ ჩვენი ბოლო გენოფონდი, აბა სხვანაირად როგორ არმივიღოთ საშობაო მარხვა????
ეს სატანისტური რიტუალია და თუ პროკურატურამ მოინდომა კვალზეც გავა!
P.S. მე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე სასჯელათსრულების სისტემაში, რომ განვასხვავო კრიმინალი და დაკვეთა!

.
არცერთი "შავი" არ იკადრებს იმას, რასაც თეთრ ხელთათმანიანი კვაზი მორალისეტრბი კადრულობენ!“ - წერს მოროშკინა.

.



* * *

დედოფლისწყაროს საკრებულოში „ნაცმოძრაობა“ და სოსო გოგაშვილის პარტია გაერთიანდა


image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას 1 წევრი, სოსო გოგაშვილის სახალხო პარტიიდან უერთდება. ახალი ფრაქცია უკვე დარეგისტრირდა, თუმცა ოპოზიციისთვის ეს მხოლოდ იმას ცვლის, რომ ამ ფრაქციას კიდევ ერთი თავმჯდომარის მოადგილე ეყოლება და გოგაშვილის დეპუტატი მაღალანაზღაურებად თანამდებობას მიიღებს. აქამდე სახალხო პარტიის სიის პირველი ნომერი საკრებულოდან ანაზღაურებად თანამდებობას არ იკავებდა. ახალ ფრაქციას ორი მოადგილე ეყოლება, ლევან იაკობიშვილი და ახლადმიღებული წევრი, შალვა ბატიაშვილი.


შალვა ბატიაშილი: „ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავმატებოდი მათ ფრაქციაში და ერთად გვემუშავა ადგილობრივ საკითებზე. ეს ჩემი გადაწყვეტილება არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ სოსო გოგაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად თანამშრომლობენ და ერთი მიზნისკენ მიდიან“.

.

"ქართული ოცნებისთვის" ეს მხოლოდ მუნიციპალური კოლაბორაცია არ არის. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების გადაწყვეტილება, სუსის ყოფილი მაღალჩინოსნისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის პარტნიორობის ღია მტკიცებულებაა.

გადაწყვეტილება რომ ერთ დღეში არ მიუღიათ, ამას ადასტურებს სახალხო პარტიის წარმომადგენელიც, თუმცა უარყოფს იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება სოსო გოგაშვილის ფაქტორმა განაპირობა. შალვა ბატიაშვილი გაფართოებული ფრაქციის თავმჯდომარის მეორე მოადგილე იქნება. ის ამბობს, რომ კოლეგებთან მხოლოდ მუნიციპალურ საკითხებზე ითანამშრომლებს.

მთავარი ოპოზიციური ძალა გადაწყვეტილებას ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებით ხსნის. მათ ფრაქციას უკვე "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" ერქმევა, თუმცა პარტიაში განმარტავენ, რომ ეს არ ნიშნავს გაერთიანებას უშუალოდ პატიმრობაში მყოფ გოგაშვილთან. სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წევრებიდან ზოგი პირადად იცნობს, ზოგიც არა. მიუხედავად ამისა, ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხედვები აქვთ.

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შეცვლილი კონფიგურაცია არაფერს ცვლის. "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ახალი ტანდემით მათი ოპონენტების ძველი მიზნები გამოაშკარავდა.

დედოფლისწყაროს 30 წევრიან საკრებულოში, უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. 5 წევრი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას", 1 კი სახალხო პარტიას, სადაც სოსო გოგაშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაბრუნდა.

.

* * *

ორი დედოფლისწყაროელი მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა


image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მცხოვრები 28 და 35 წლის მამაკაცები შენგელი ბარამაშვილი და გოგიტა თარაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ. გაზეთ „შირაქის“ ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელიც შენგელი ბარამაშვილს ეკუთვნოდა და თავადვე მართავდა, 26 ნოემბერს ღამით ლაგოდეხის გზაზე, სავარაუდოდ სავალი ნაწილიდან მოცურდა და ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში სიძე-ცოლისძმის გარდა სხვა მგზავრი არ ყოფილა.


როგორც თვითმხილველები განმარტავენ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცები საავადმყოფოში აღარ გადაუყვანია, რადგან ორივე მათგანის სიკვდილი ადგილზე დაფიქსირდა.


წვიმისა და ნისლის გამო გუშინ მთელი დღის განმავლობაში გაზრდილი იყო ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. მეზობელ რაიონებში ცენტრალურ მაგისტრალებზე ოცზე მეტი ავტოავარიის შემთხვევა დაფიქსირდა.


მირზაანში ამბობენ, რომ გარდაცვლილი მძღოლი სტიქაროსანია და ოჯახი არ ჰყავს, მეორე გარდაცვლ მგზავრ კი მეუღლე და ხუთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


„შენგელის „მერსედეს C კლასი“ ჰყავდა, ამით ყოფილან წასულები. შემთხვევა ღამით მოხდა, საქობო-ბოლოკიანის გზაზე მოსახვევში ხეს შეეჯახნენ, მაგრამ არ ვიცით, უბედური შემთხვევა მაღალი სიჩქარის გამო მოხდა, თუ წვიმიან გზაზე მოცურდნენ. სიძე-ცოლისძმა ადგილზე დაიღუპნენ, “ - აცხადებენ მირზაანში.


მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

0
552
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
552
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0