x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რა ამყარებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ხაშურში აღმოჩენილ ფოტოზე შესაძლოა ფიროსმანია გამოსახული?
რა ამყარებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ხაშურში აღმოჩენილ ფოტოზე შესაძლოა ფიროსმანია გამოსახული?


"1. ფოტო აღმოჩნდა სწორედ ხიდირბეგიშვილების კოშკისა და ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის უბანში, სადაც ფიროსმანი კონდუქტორად მუშაობისას ცხოვრობდა კერძო სახლში;


2. ნიკო ფიროსმანიშვილი ხაშურში, რკინიგზაზე მუშაობდა 1890 წლის 14 აპრილიდან 1890 წლის 23 ოქტომბრამდე მემუხრუჭე კონდუქტორად #2167;


3. ფიროსმანი ხაშურში 8 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ფოტო გადაეღო;



4. ფოტო არის პასპარტუზე, არის ფოტოსტუდიის პროდუქტი, დაბეჭდილია, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ბოლოს, ფოტოსტუდიაში;


5. ხაშურის რკინიგზაზე მუშაობისას ის, სავარაუდოდ, 28 წლის იყო; ფოტოზე გამოსახულია სწორედ ამ ასაკის ადამიანი;


6. მას ძალიან უყვარდა ევროპული ტანსაცმელი, მისი ჩაცმულობა ფოტოზე ნათლად ჩანს. სხვათა შორის, ფოტოზე გამოსახულ ყველა პიროვნებას(სავარაუდოდ, ოსტატებსა და შეგირდებს), ახურავთ, ან წინ უდევთ ამქრის წევრების ქუდები, გარდა ჩვენთვის საინტერესო პიროვნებისა;


7. ფოტოზე ფიროსმანი აღბეჭდილია სწორედ იმ წრის ადამიანებთან, რომელ წრეშიც ის მუდამ ტრიალებდა; პიროვნება, ვისი ოჯახიდანაც ფოტო წამოვიღეთ, იოსებ ლომსაძე, დედის მხრიდან, არის შთამომავალი თევდორაშვილების ცნობილი ოჯახიდან, რომლებიც ძირძველი ხაშურელები და ვაჭართა წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახის დიდი პაპა, კოლია თევდორაშვილი ხელოვანი ადამიანი, ხაშურის თეატრის მსახიობი იყო", - აცხადებენ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

image
0
78
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0