x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ალბათ, დედაომ თავად გამოიწვია" - დღეს დედაოზეც იგივე თქვეს!" - რას წერს თამუნა მუსერიძე

image

ტელეწამყვანი და საავტორო გადაცემა "ვეძებ" დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე მონაზონზე განხორციელებულ ძალადობას ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.


"ალბათ 70 წლის დედაომ თვითონ გამოიწვია. აბა ისე რატომ გააუპატიურებდნენ? ეხლა მაინც ამოიღეთ ხმა!!!


p.s. განვმარტავს მათთვის, ვისაც შინაარსის გამოტანა არ შეუძლია !!!! ეს ის სიტყვებია, რომელსაც გაუპატიურებული გოგოების მიმართ წერენ! და დღეს დედაოზეც იგივე თქვეს!"-წერს თამუნა მუსერიძე.


როგორც ცნობილია, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მონასტერში მომხდარი ყაჩაღობის ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, დაკავებულია ორი პირი ადრე ნასამართლევი 27 წლის ლაშა ტალახაძე და 39 წლის ვასილ გამგონაძე, სხვათა შორის ლაშა ტალახაძე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს ციხიდან, იგი ოჯახური ძალადობის გამო იხდიდა სასჯელს.
3
600
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
600
  
2022, 27 ნოემბერი, 22:32
ზრდილობა არ გასწავლა დედამ? თუ ვერ მოახერხა,შენით ისწავლე,რა იცი და იქნება გამოგადგეს
2022, 27 ნოემბერი, 20:46
შენ ხომ არ შიგა გაქვს?
2022, 27 ნოემბერი, 19:54
სინამდვილეში პრობლემაც ეს არის,ამორალური ხალხი,ანაფორაში გამოწყობილი ყაჩაღები და კორუმპირებული პოლიტიკოსები მოძღვრავენ ერს,ხოდა დამოძღვრა მუშაობს. ყველაფერზე აპოკალიფსის შექმნა არ მოგბეზრდათ? იძალადეს და დაისჯებიან ან ციხეში არ ყავდათ ის ორი,რა დამსახურებისთვის გამოუშვეს,გამოასწორეს თუ?ჯერ ქალზე რო იძალადებს და მერე 70 წლის მონაზონზე ადამიანი,ის არ არის სრულ ჭკუაზე. ეხლა,ერი დგას და ტვინნაღრძობი ადამიანების საქმეს განიხილავს. უსაქმურს მახათის გაყრა საქმე ეგონაო საქართველოზეა ნათქვამი. რაც შეეხება ერის დეგრადაციას,არ არის ერი დეგრადირებული,უბრალოდ ამობრუნებულია და ზედა მხარეს მთხლე მოექცა,ამიტომაც გვეჩვენება რო ერი დეგრადირებულია. დრო დასჭირდება დაწმინდავებას,ხოდა მეითმინეთ პაწა :)
0 1 3