x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"დაზარალებული მონაზვნის ფოტოები მაქვს ტელეფონში,ხომ არ მოგცეთ ვინმეს, რომ უფრო მძაფრი სათაურებით ატაროთ კედელ-კედელ"-ია თინიკაშვილი
image

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში მოხდარ საზარელ დანაშაულს სოციალური ქსელით ეხმაურება, პოსტში იგი კოლეგებს ირონიულად მიმართავს, ხოლო მომხდარი დანაშაული მთლიანად საზოგადოების სირცხვილი მიაჩნია.


"დაზარალებული მონაზვნის ფოტოები მაქვს ტელეფონში, შემთხვევიდან სულ მოკლე დროში გადაღებული და ხომ არ მოგცეთ ვინმეს, რომ უფრო მძაფრი სათაურებით ატაროთ კედელ-კედელ?
!!და კიდევ, ერთიც, დასწრებაზე რომ იყავით მაგ ეპარქიის ეპისკოპოსის თუ სხვა სასულიერო პირების მძაფრი და დამაკნინებელი ეპითეტებით შემკობაში, იქნებ მაგანაც შეუწყო ხელი ამ შემზარავ დანაშაულს და იმ ეშმაკის მოციქულებმა იქნებ ამის გამოც აღარაფრად ჩააგდეს ეკლესიაც, მონასტერიც და მონაზონიც!
!!მხოლოდ იმ გარეწარი ბრალდებულების კისერზე არ არის ეს დანაშაული, როგორც მინიმუმ, ყველა ჩვენგანის სირცხვილია"-წერს ია თინიკაშვილი.
შეგახსენებთ, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მონასტერში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს. ესენი არიან 27 წლის ლაშა ტალახაძე და 39 წლის ვასილ გამგონაძე
27 წლის ლაშა ტალახაძემ საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა. ხაშურში სტუმრად მეგობართან, ორი დღის წინ ჩავიდა.


წარსულში ნასამართლევი იყო მეორე დაკავებულიც. ვასილ გამგონაძე სასჯელს ყაჩაღობაზე იხდიდა.


გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების უმძიმეს საქმეზე გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს საპატიმრო დაწესებულებაში დიდი დროის, 13 წლის გატარება მოუწევთ.



image

1
444
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
444
  
2022, 27 ნოემბერი, 16:46
რა ქნან ყაჩაღებმა,ფული ეკლესიას აქვს და იქ მიდიან საძარცვად. მე პირადად,ამას არ დავარქმევდი ძარცვას,რადგან ეკლესია ნაძარცვი ფულით ინახავენ და ვინ მოგპარა იმას რო მოპარო,რანაირი ძარცვაა? რაც შეეხება ძალადობას,ადამიანის ნების საწინაღმდეგო ყველა ქმედება არის ძალადობა. ეს თუ ძალადობაა,მაშინ გადასახადების აკრეფვაც ძალადობაა. უბრალოდ,ეს კონკრეტული ძალადობა აკრძალული გვაქვს და ჩემი ნახსენები არა.
რაც შეეხება პასუხიმგებლობას,არანაირად არ ვარ პასუხიმგებელი და არც დამნაშავე. გამოსასწორებელი კოლონიდან გამოუშვეს ორი კაცი და ჩაიდინეს დანაშაული,სად არის გამოსწორება? ადამიანების დამშევოს ხარჯზზე მდიდრდებიან ეკლესიის მესვეურნი,ხოდა სად არის ჩემი ბრალეულობა? არც ის ორი დამიჭერია და არც ადამიანების დამშევაში მაქვს წვლილი,ხოდა საიდან ჩემი პასუხიმგებლობა?
0 1 1