x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
„კომბოსტო ჰქონდათ აწონილი ნიგვზის ფასად“ - რა შეემთხვა ნანა ლეჟავას რუსთავის „კარფურში“
image

ტელეკომპანია იმედიდან რამდენიმე წლის წინ გაუჩინარებული ჟურნალისტი ნანა ლეჟავა სოცქსელში წერს:

.

ჟურნალისტი ნანა ლეჟავა სოცქსელში წერს: „რუსთავის კარფურში სალაროსთან ნავაჭრი მიანგარიშეს 294 ლარად.ნუ აი იმდენად არაადეკვატური ფასი იყო, დავეჭვდი და მოლარეს ვთხოვე ხელახლა გადაეთვალა.უკმაყოფილო სახით... მე რა შუაში ვარ რაც ივაჭრეთ ეგაა, მაინც მოუწია გადათვლა.ხოდა აღმოჩდა, კომბოსტო ჰქონდათ აწონილი ნიგვზის ფასად ცოტაც და რუსთავის მასშტაბით ყველაზე ძვირადღირებულ ტოლმას შევჭამდი, დდ ბოდიშიც არავის მოუხდია“ -- წერს ნანა ლეჟავა.


.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამ თანამდებობა 2019 წლის ივლისში დატოვა. ის ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებდა, რომ აღარც „ქრონიკის“ მთავარ გამოშვებას წაიყვანდა.

.

„დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ
„ქრონიკაში“ და არც არაფორმალურად. თუმცა, ვრჩები „იმედში“. მადლობა ყურადღებისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნანა ლეჟავამ.

.

მაგრამ მას შემდეგ ჟურნალისტს აღარ დაუკონკრეტებია, რა სახით დარჩა ტელეკომპანია იმედში და აღარც ეკრანზე გამოჩენილა. ნანა ლეჟავა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოზიციაზე ჟურნალისტმა ხატია ქვათაძემ ჩაანაცვლა.

1
559
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
559
  
2022, 6 ოქტომბერი, 3:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1