x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
12 საინტერესო ფაქტი "ლამაზმანის" შესახებ

საკულტო ფილმი «ლამაზმანი» ეკრანებზე 1990 წ. გამოვიდა და მას, მისი შემქმნელებისთვის მოულოდნელად, წარმოუდგენლად დიდი წარმატება ჰქონდა. და ეს, გასაკვირი არ არის, რადგან 3 ათეული წლის შემდეგაც კი, ფილმი ისევ აქტუალური და საინტერესოა.


1. თავდაპირველად, «ლამაზმანი» ჩაფიქრებული იყო, როგორც მძიმე სოციალური დრამა. ხოლო, ჯულია რობერტსის გმირი ნარკოდამოკიდებული უნდა ყოფილიყო. ფილმის ორიგინალური სახელი «3000 $» იყო — ეს თანხის რაოდენობაა, რომელიც რიჩარდ გირის გმირმა, ჯულია რობერტსის გმირს გადაუხადა.


image


განსხვავებული იყო ფილმის ფინალიც: მთავარ გმირს გოგონა მანქანიდან უნდა გადმოეგდო და ის პირდაპირ ტალახში ვარდებოდა... ხოლო, მას შემდეგ, რაც სცენარი «Disney»–ს კომპანიამ გამოისყიდა, ფილმის პროდიუსერებს მისი გადაწერა მოუხდათ და საბედნიეროდ, ფინალიც შეცვალეს. ის კომედიური ჟანრის ფილმად იქცა, ღარიბი «კონკიას» შესახებ, რომელიც შემთხვევით, მდიდარ «პრინცს» შეხვდა.


2. რადგან ფილმის გადაღების მომენტისთვის, ჯულია რობერტსი მხოლოდ 22 წლის იყო და თითქმის არავინ იცნობდა, ქალის მთავარ როლზე, თავიდან სანდრა ბალოკის, მეგ რაიანის, ბრუკ შილდსის, დრიუ ბერიმორის, უმა თურმანის, ჯენიფერ კონელის და სარა ჯესიკა პარკერის კანდიდატურა განიხილებოდა. მაგრამ, ყველამ უარი თქვა.


3. ჯულია რობერტსმა რიჩარდ გირი დაარწმუნა


image


რიჩარდ გირმაც უარი თქვა როლზე და ეს იმით ახსნა, რომ მას კომედიური ჟანრის ფილმებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მსახიობი, მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რეჟისორის შემოთავაზებაზე, რაც მას რობერტსმა სთხოვა: «გთხოვთ, დათანხმდით» – ეწერა წერილში, რომელიც ახალგაზრდა მსახიობმა გირს ჯიბეში ჩუმად ჩაუდო. სხვათა შორის, ასაკობრივი სხვაობა, მთავარ გმირებს შორის 18 წელია – რიჩარდ გირი მაშინ 40 წლის იყო, ხოლო ჯულია რობერტსი – 22–ის.


4. ფილმში აღნიშნულია, რომ ჯულია რობერტსის გმირი ჯორჯიიდან არის და სწორედ ამიტომ აქვს მას სამხრეთული აქცენტი — რეჟისორმა განმარტების გაკეთება გადაწყვიტა, რადგან თავი ვერაფრით დაეღწია რეალურ აქცენტს, რომელზეც 22 წლის მსახიობი საუბრობდა (ჯულია რობერტსი ქ. სმირნაში (ჯორჯიას შტატი) დაიბადა, იქვე დაამთავრა, სკოლა და კოლეჯი).


5. «Porsche»?, «Ferrari»? თუ «Lotus»



image


«Porsche» და «Ferrari» მწარმოებლებს ისე ეშინოდათ, რომ «სკანდალურ» ფილმში მონაწილეობის შემდეგ, გაყიდვები შემცირდებოდა და ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. უფრო სწორედ, გადამღებ ჯგუფს, ამ მარკის ავტომობილების მიწოდებაზე უთხრეს უარი. ჩანაფიქრის მიხედვით, მანქანა ძვირიანი უნდა ყოფილიყო... მაშინ, ფილმის ერთ–ერთმა პროდიუსერმა, მათ თავისი სპორტული Lotus Esprit ათხოვა.

ფილმის წარმატების შემდეგ, ამ მარკის ავტომობილების გაყიდვები 3–ჯერ გაიზარდა.


6. გადაღების დროს გაირკვა, რომ რიჩარდ გირი ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული. ამიტომ ეპიზოდი, რომელშიც მისი გმირი ფორტეპიანოზე ეტიუდს ასრულებს, არა მხოლოდ შეასრულა, არამედ, თავად მსახიობმა დაწერა.


7. პიჯაკი 30 დოლარად


image


ფილმის მხატვარ–დიზაინერმა ვერაფრით შეარჩია მთავარი გმირისთვის შესაფერისი ზედა სამოსი, ვიდრე ეს წითელი პიჯაკი არ დაინახა. თან შორს წასვლაც არ მოუხდა – ყველასთვის ცნობილი წითელი პიჯაკი, კინოთეატრის ბილეთების გამყიდველისგან, 30 დოლარად იყიდეს.


8. ეპიზოდი, სადაც ედვარდი ყელსაბამის კოლოფს აღებს, რომ ის ვივიენს აჩვენოს, და ის შემთხვევით იხურება... დახურვა დაგეგმილი არ იყო და ეს მართლაც, შემთხვევით მოხდა. მსახიობების ემოციები კი ნამდვილია. რეჟისორს ეს კადრები მოეწონა და მისი ფილმში დატოვება გადაწყვიტა.


9. ყელსაბამი 250 000 დოლარად


image


ყელსაბამი, რომელიც მთავარ გმირს ფილმში უკეთია, დაახლოებით, 250 ათასი დოლარი ღირდა და სამკაული, გადასაღებ მოედანზე, ყოველთვის საიუველირო მაღაზიის დაცვის თანხლებით ჩნდებოდა.


10. ფილმის გამოსვლის შემდეგ, სიმღერა «Oh, Pretty Woman», რომლის პრემიერა 1964 წ. შედგა, ისევ პოპულარული გახდა. ხოლო, 1991 წ. მისმა ავტორმა Grammy მიიღო, ნომინაციაში: «მამაკაცის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულება». 2004 წელს კი, სიმღერა 222 ადგილზე აღმოჩნდა, «500 ყველა დროის საუკეთესო სიმღერების» რეიტინგში, ჟურნალ Rolling Stone–ის ვერსიით.


11. პოსტერი


image


როგორც ხედავთ, პოსტერზე რიჩარდ გირი შესამჩნევად ახალგაზრდაა. თან მასზე ფილმის მთავარი გმირები საერთოდ არ არიან. საქმე იმაშია, რომ მსახიობები, იმ მომენტისთვის, როდესაც ფილმი რეკლამირების ფაზაში შევიდა, უკვე სხვა პროექტებში იყვნენ დაკავებულები. ამიტომ, პოსტერებისთვის დუბლიორები შეარჩიეს და შემდეგ სახეები «ფოტოშოპით» დაამონტაჟეს.


12. ამერიკის კინოინსტიტუტმა «ლამაზმანი» 400 საუკეთესო ამერიკული ფილმის სიაში შეიტანა. რაც შეეხება პრიზებს:

1991 წ. ფილმი ნომინირებული იყო პრემია «ოსკარზე», ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ჯულია რობერტსი);
1991 წ. — აიღო პრემია «ოქროს გლობუსი», ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, კომედიაში ან მიუზიკლის ჟანრის ფილმში (ჯულია რობერტსი). ფილმი, ასევე ნომინირებული იყო 3 პრემიაზე: საუკეთესო ფილმი, მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის (რიჩარდ გირი) და მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის (ჰექტორ ელიზონდო);
1991 წ. — BAFTA–ზე, წარდგენილი იყო 4 ნომინაციაზე: საუკეთესო ფილმი, ქალის საუკეთესო როლი, კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი;

1991 წ. — «სეზარზე», ნომინაცია: საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.


imageარხის სხვა სიახლეები:


* შეკითხვა რუბრიკიდან – "რა? სად? როდის?" – რა არის საერთო ბანკნოტებსა და ჯინსს შორის? (პასუხი აქვს)

* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები

* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)

* რატომ უნდოდა „ფანტომასის“ რეჟისორს ფილმის მეოთხე ნაწილის სსრ კავშირში გადაღება და რატომ ვერ გადაიღო?

* პუგაჩოვა სასახლეს ყიდის

* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* შეეჯიბრეთ დეტექტივს – 5 საქმე – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)



1
1034
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1034
  
2022, 7 ოქტომბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1