x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„ხმა არ გამცეთ, ჩემს 100 000 გამომწერში ვერ გამოიძებნეთ, რომ ჩემთვის ტელეფონი გეყიდათ?“ - დომინიკ მანგო
image


სკანდალურობით ცნობილი ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგოს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აღშფოთებას გამოხატავს. როგორც ირკვევა, მანგო მისივე გამომწერებზე განაწყენებულია და წერს, რომ ხმა აღარ გასცენ:

.

„საერთოდ ხმა აღარ გამცეთ! 4500 ადამიანი ვერ გამოიძებნეთ ჩემს 100000 გამომწერში, რომ ჩემთვის ტელეფონი გეყიდათ? ანუ 4500 ადამიანში ვერ ვიწვევ იმდენ სიმპათიას, რომ ჩემთვის გაემეტებინა 1 ლარი?! საერთოდ ყველაფრის ხალისს ვკარგავ ამის გაფიქრებაზე. არარაობა ვარ! გული მეტკინა“ - წერს დომენიკ მანგო.


.

შეგახსენებთ, სამი დღის წინ მანგომ სპეციალური ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის მის გამომწერებს უყვებოდა, რომ ორი წლის წინ მათ მიერვე შეგროვებული თანხით ნაყიდი აიფონი მოძველდა, სენსორი ჭედავს და წესიერად ვეღარ მუშაობს. ამის გამო კი მანგო კარგი ვიდეოების გადაღებას და შესაბამისი კარგი ხარისხით დამონტაჟებას ვეღარ ახერხებს. ის თავის გამომწერებს მოუწოდებდა, რომ კიდევ შეუგროვონ თანხა, რათა ახალი აიფონი იყიდოს. ეს კი აუცილებელია კარგი ვიდეომასალების გადასაღებად და მისი მუშაობისთვის. მანგო ამბობს, რომ აიფონ 11 სურს, რომელიც 4 500 ლარი ღირს და მის საყიდლად 4 500 მეგობარი უნდა გამოიძებნოს, რომელიც 1 ლარს ჩაურიცხავს მანგოს და ის ახალ აიფონს შეიძენს.

.

„1 საათში 614 ლარი მომიგროვა ხალხმა ახალი ტელეფონის საყიდლად. მე მყავს ყველაზე დიდი, ყველაზე გულიანი და ყველაზე გამგები ოჯახი. არ დაგეკარგებათ ჩემი სიხარული, “ - დაწერა მიმართვიდან მალევე მანგომ, მაგრამ მალევე წყენანარევი პოსტი მოაყოლა.

.

0
446
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0