x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
“ეს რუსეთის აღსასრულია!” - გაიგეთ, რაზე საუბრობს გერმანელი ექსპერტი
რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მობილიზაცია გამოაცხადა. როგორი იქნება რუსეთის მომავალი? რა ხვედრი ელის მას? გერმანელ ისტორიკოსს, ტორსტენ ჰაინრიხს სწამს, რომ პუტინმა ამ ნაბიჯით საკუთარი ქვეყნის აღსასრულს დაუდო საფუძველი.


ისტორიკოსი გაოცებულია, თუ რატომ არ გზავნის პუტინი ფრონტზე მხოლოდ იმ რაოდენობის ჯარისკაცებს, რასაც ფრონტის დასტაბილურება შეუძლია, ხოლო დანარჩენებს რატომ არ გადაამზადებს. გერმანელი ექსპერტისთვის გაუგებარია ასობით ათასი ჯარისკაცის ფრონტზე გაგზავნის საჭიროება, საიდანაც ისინი უკან საკუთარ სამშობლოში შავ ტომარებში ჩაწყობილი გვამების სახით ბრუნდებიან.


რუსეთი


სამხედრო ექსპერტი ბრეტ ფრიდმანი ფიქრობს, რომ პუტინის ტაქტიკა, მოწინააღმდეგეს აჯობოს სამხედროების რიცხვობრივი უპირატესობით, ანაქრონისტულია და ის მისთვის რეალურად ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. ფრიდმანის აზრით თანამედროვე ომებში იმარჯვებს კარგი ტაქტიკა, სათანადო სამხედრო მომზადება, მაღალი საბრძოლო სულისკვეთება და მყარი ფინანსები და არა არმიის მრავალრიცხოვნება. მითუმეტეს, რომ გერმანელი ექსპერტები რაზეც ერთხმად თანხმდებიან, ისაა რომ რუსეთში მობილიზაციას ქაოსური და არაორგანიზებული სახე აქვს და რუსი ჯარისკაცების მორალური სიმხნევეც ძალიან დაბალ ნიშნულზეა.



იმის გამო, რომ რუსეთიდან ახალგაზრდებმა მასობრივად იწყეს გადინება და რუსი ერი ვეღარ მრავლდება, ხოლო სანქციების გამო რუსული ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა, ტორსტენ ჰაინრიხის აზრით, ჩვენ რუსეთის დასასრულის მომსწრენი ვართ. რუსეთი, როგორიც ის დღესაა ან როგორსაც ჩვენ ვიცნობდით 2022 წლის 24 თებერვლამდე, ექსპერტის განმარტებით მომავალში აღარ იარსებებს. რუსეთს აღარ ექნება იმის რესურსი, რომ ძველებურად გააკონტროლოს და დააშინოს ის ქვეყნები, სადაც მას სტრატეგიული ინტერესები გააჩნია.


რუსეთი

6
1363
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1363
  
2022, 7 ოქტომბერი, 10:16
კი ლავრენტი, ყველა სერიოზული ექსპერტი საუბრობს ევროპის კონტინენტის დეინდუსტრიალიზაციის საშიშროებაზე. ამერიკა იშორებს კონკურენტის სახით არსებულ ევროპას. რაღაც საშინელებაა მოსალოდნელი ევროპაში მალე.
2022, 6 ოქტომბერი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 5 ოქტომბერი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 3 ოქტომბერი, 6:18
სად პოულობ ასეთ დასირებულ ექსპერტებს? თუ ვინმეს დაერხა ეს გერმანიის ეკონომიკაა, არც ამერიკისსაა წესრიგში. https://www.youtube.com/watch?v=RBuCFpUWL9k.
0 1 6