x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უკრაინის "ნატო"-ში გაწევრიანებას მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს
image

რუმინეთი არის მერვე სახელმწიფო, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა და შვიდი ევროპული სახელმწიფოს მეთაურებმა, რომლებიც ნატოს ბლოკში არიან, ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც მხარს უჭერენ უკრაინის ალიანსში შესვლას.


იოჰანისმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და აღნიშნა, რომ რვა ქვეყანა მხარს უჭერს 2008 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, უკრაინის სამხედრო ბლოკში გაწევრიანების შესახებ.


რუმინეთის გარდა, ლიტვის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ჩერნოგორიის, ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ხელმძღვანელებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კიევს, რათა უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის წევრი გახდეს.



ასევე, რვა ქვეყნის ლიდერებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს განცხადებას, მხარი დაუჭირეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არ აღიარებენ რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც გაიმართა დონბასის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში.


ამასობაში კი პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა დაასახელა ნატოში უკრაინის მიღების პირობები.მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ბლოკის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს.


მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება იცავს ნატოს "ღია კარის" პოლიტიკას, მაგრამ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება ბლოკის 30-ვე წევრმა კენჭისყრით უნდა მიიღოს.


საკმაოდ თავშეკავებული იყო ნატოს გენერალური მდივნის, იან სტოლტენბერგის განცხადებაც:"ნატოს კარი ღიაა - ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს".


შეგახსენებთ, 30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ალიანსს მიმართა, რათა დაჩქარებული რეჟიმში უკრაინა გახდეს "ნატოს" წევრი.


თავის მიმართვაში სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ კიევმა "უკვე დე ფაქტო გაიარა გზა" ალიანსამდე და უკვე მისი ნაწილი გახდა.

0
89
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0