x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვინ არის გელა დაიაურის რჩეული - წყვილმა ჯვარი დაიწერა
image

.

პოეტმა გელა დაიაურმა და მისმა რჩეულმა, ეკა მანჩხაშვილმა დღეს ჯვარი დაიწერეს. ფოტოები თავად ეკა მანჩხაშვილმა გაუზიარა საზოგადოებას. მისივე სოციალურ ქსელში აიტვირთა ჯვრისწერის ფოტოები. ამის შემდეგ ეკამ და გელამ უკვე უამრავი მილოცვა მიიღეს.

.


შეგახსენებთ, წლების წინ გელა დაიაურს თავს ტრაგედია დაატყდა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გელა დაიაურს წარმოუდგენელი ტრაგედია შეემთხვა – ავტოავარიაში დაიღუპნენ მისი მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმსიშვილი და წყვილის ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი. მას შემდეგ გელა დაიაური მარტო ცხოვრობდა.

.

ორი თვის წინ პოეტი გელა დაიაური თავის უფროს, გარდაცვლილ შვილს, ფეისბუქზე, დაბადების დღეს ულოცავდა.

.

"ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე ჩემი ტკივილის და მონატრების გამოხატვა სიტყვებით, იმდენად დიდი და მძიმეა ეს ყველაფერი... სიტყვებს ძალა არ ყოფნით ჩემი თქვენდამი მონატრების გამოსახატავად, მამის კაცო...


უბრალოდ, გილოცავ დაბადების დღეს. დემეტრე, შვილოო ... ალბათ, ასე აჯობებს...


დედა ღვთისა გფარავდეთ", - წერდა გელა დაიაური.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0