x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლიკვიდირებულია დაჯგუფება "ვაგნერის" მოერიშეთა რაზმის მეთაური ალექსეი ნაგინი

image
უკრაინაში ლიკვიდირებულია კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მოიერიშეთა რაზმის მეთაური, 41 წლის ალექსეი ნაგინი, მეტსახელად "ტერეკი" (Terek.)

ამის შესახებ Censor.NET საგამოძიებო საზოგადოება InformNapalm-ზე დაყრდნობით იტყობინება.

Censor.NET-ი არაერთ საინფორმაციო რესურსზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 20 სექტემბერს ბახმუტთან ახლოს, ლიკვიდირებული იქნა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მოიერიშეთა რაზმის მეთაური ალექსეი ნაგინი.

ნაგინი, InformNapalm-ის ცნობით, იყო სამხედრო ოპერაციების „ვეტერანი“ ჩეჩნეთში, საქართველოში, დონბასში, სირიასა და ლიბიაში. "დამსახურებისთვის" მას მიენიჭა გამბედაობის სამი ორდენი, "ვაგნერის" გმირის პლატინის ვარსკვლავი, მედლები "გამბედაობისთვის" და ასევე "ყირიმის თავდაცვისთვის." ნაგინმა ასევე მიიღო ე.წ. DNR და LNR-ის რამდენიმე სხვა "მედალიც."

3
534
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
534
  
2022, 12 ოქტომბერი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 1 ოქტომბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 1:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3