x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვიდეო: პირველად კაცობრიობის ისტორიაში ამერიკული ზონდი DART-ი ასტეროიდს დაეჯახა
image
სამეცნიერო ტესტირების ჩარჩოში ამერიკულმა ზონდმა DART-მა კონტროლირებადი შეჯახება მოახდინა ასტეროიდ დიმორფთან, რათა დაეცვა პლანეტა პოტენციურად საშიში კოსმოსური ობიექტებისგან. კონტაქტი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 19:15 საათზე მოხდა (27 სექტემბერს მოსკოვის დროით 02:15), იტყობინება TASS-ი.


შეჯახება აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური მეცნიერების ეროვნული ადმინისტრაციის (ნასას) ვებ-გვერდზე გადაიცემოდა. დარტყმის მომენტში ზონდის სიჩქარე იყო დაახლოებით 24 ათასი კილომეტრი საათში. მეცნიერებმა ექსპერიმენტი წარმატებულად გამოაცხადეს.



”ჩვენ გავხსენით კაცობრიობის ახალი ისტორია, მივიღეთ შესაძლებლობა დავიცვათ თავი პოტენციური საფრთხისგან.” - თქვა ლორი გლეიზმა, დეპარტამენტის პლანეტარული განყოფილების ხელმძღვანელმა.



ზონდი DART-ი (Double Asteroid Redirection Test) გაუშვეს 2021 წლის ნოემბერში. ექსპერიმენტის მიზანია შეიმუშაოს მეთოდოლოგია, რომლითაც მომავალში სპეციალისტები შეძლებენ შეცვალონ პლანეტისთვის საშიში ასტეროიდების ტრაექტორია.




0
164
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0