x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ასტროფიზიკოსებმა დედამიწაზე მეორე ვარსკვლავთშორისი მეტეორიტი აღმოაჩინეს

image
ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა იდენტიფიცირება მოახდინეს მეორე ვარსკვლავთშორისი ცეცხლოვანი ბურთის, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში აფეთქდა. ის პორტუგალიის სანაპიროსთან 2017 წელს შენიშნეს.



ინფორმაცია მეტეორიტის შესახებ ნასას კატალოგში შევიდა. კოსმოსური ობიექტი მოძრაობდა დაახლოებით 37 კმ/წმ სიჩქარით - ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე მზის სისტემის მეტეორიტები. მაღალი სიჩქარეც და უჩვეულო ტრაექტორიაც მიუთითებდა, რომ ის ვარსკვლავთშორისი წარმოშობისა იყო.



დაკვირვებებმა ასევე აჩვენა, რომ ობიექტი დედამიწის ატმოსფეროში დაბლა დაიშალა. ეს მიუთითებს გაზრდილ სიძლიერეზე - 20-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ქვის ობიექტების.



პირველი ვარსკვლავთშორისი მეტეორიტი იმავე გუნდმა 2019 წელს აღმოაჩინა და აღმოჩენები 99, 999%-ით დაადასტურა ნასას ექსპერტებმა. მეორე მეტეორიტი პირველზე დაახლოებით 10-ჯერ მასიური იყო და დიამეტრის ერთ მეტრს აღწევდა.



მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ვარსკვლავთშორისი მეტეორიტები არც შემადგენლობით და არც თვისებებით არ ჰგავს მზის სისტემის მეტეორიტებს. მათი შესწავლა საშუალებას მისცემთ უკეთ გაიგონ, თუ როგორ ჩამოყალიბდა სხვა პლანეტარული სისტემები. თუმცა, ექსპერტებს ჯერ არ მიუღიათ მათზე წვდომა, რადგან ორივე მეტეორიტი ოკეანეში ჩავარდა.


ამჟამად, შეიქმნა ექსპედიცია პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროზე პირველი მეტეორიტის ფრაგმენტების მოსაპოვებლად. მას მოჰყვება მეორე ექსპედიცია პორტუგალიაში.


მანამდე მეცნიერებმა შეისწავლეს მეტეორიტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩამოვარდა. მათ მასში არამიწიერი წყალი აღმოაჩინეს.


0
85
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0