x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ბესო ბერულაშვილი ეთერში ატირდა - „გავგიჟდები... ჩემი ბუთქუნა კაცის მერე რა უნდა გავაკეთო“
image

გადაცემა „ჩვენი შოუ“ მამუკა ონაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. მეგობრებმა ყველასთვის საყვარელი მომღერლის, აქამდე უცნობ ამბები გაიხსენეს. მსახიობმა ბესო ბერულაშვილმა მამუკა ონაშვილზე საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა და ტელეკომპანია იმედის სტუდიაში პირდაპირ ეთერში ატირდა.

.

„გაოგნებული ვართ, ერთმანეთს ვუცქერით, ველაპარაკებით და მამუკა არ არის... გავგიჟდები, დაუჯერებელია... მამუკა არ არის. ის იყო ჩვენი მოტივატორი, სიცოცხლის წყარო.


.

30 წელი ხელჩაკიდებული დავდიოდით და აი ეს ჩემი... ამ ჩემი ბუთქუნა კაცის მერე რა უნდა გავაკეთოთ, სიცოცხლე როგორ გავაგრძელოთ არ ვიცი... რამხელა დარდს ატარებდა, მე ხომ ვიცოდი მისი ყველაფერი... რა აწუხებდა, როგორ აწუხებდა, რატომ აწუხებდა, მაგრამ ერთ სიტყვას არ იტყოდა. პირიქით მთებს გადადგამდა შენი გულისთვის“ - აღნიშნა ბესო ბერულაშვილმა.

.

ნინაკა გელაშვილმა გაიხსენა, როგორ გადაარჩინა მამუკამ არტისტი გულის წასვლას სცენაზე და ეს ყველაფერი ისე ოსტატურად გააკეთა, რომ კონცერტის მონაწილეებს ექსპრონტად დადგმული ახალი წარმოდგენა ეგონათ.

.

„ქალი მეგობარი არ მყოლია ისეთი ერთგული, როგორიც მამუკა იყო. არ გამოეპარებოდა არცერთი დეტალი. ერთხელ კონცერტზე, სიმღერის დასრულებისას, ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი. ისე მოხდა, რომ კიბის დეკორაციის საფეხურამდეც მისვლას ვერ ვასწრებდი, რომ დავმჯდარიყავი. ეს მამუკამ შეამჩნია, გამოვიდა და დამიწყო დამშვიდება, თან სულ მიბერავდა... არ იდარდოო, აღარ იცეკვო, არც მე ვიცეკვებ, ხელში აგიყვან და ისე გაგიყვან სცენიდანო. მაშინ კულისებში იყო მზია კვირიკაშვილი და სიცილით კვდებოდა, ამათ ახალი დადგმა მოუფიქრებიათო...“ - იხსენებს მსახიობი.

.

0
261
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0