საზოგადოება თბილისის სკვერში ჩვილი იპოვეს, კალათაში წერილიც იდო…„შვილო, რომ გაიზრდები ალბათ მაპატიებ“ 2022, 27 სექტემბერი, 11:15 თბილისის ერთ-ერთ სკვერში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. კალათში წერილიც იდო. მისი ავტორი, სავარაუდოდ, ბავშვის დედაა. წერილში დედა საკუთარ შვილს მიმართავს და წეარმატებებს უსურვებს. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში nodar mjavia ავრცელებს. აი რა ეწერა წერილში. გთავაზობთ წერილში მოცემულ ტექსტს: , „ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი. ღმერთმა დიდი ბედნიერება მარგუნა, მაგრამ არ შემიძლია შვილს მოვუარო. მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს. ჯერ ისე პატარა და ისე უმწეოა… თუმცა, ის შიმშილით სიკვდილისთვისაა განწირული. ჩემი პატარას მიტოვება იძულებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალობა, რომელშიც მე ვცხოვრობ ამას მაიძულებს. დღეს მხოლოდ 1.60 ლარი მქონდა, კალათში ვტოვებ ორ ცალ პამპერსს. . შვილო, როცა გაიზრდები ალბათ, მაპატიებ, სიცოცხლის ბოლო წამამდე შენზე ვიფიქრებ და ცრემლს არ გავიშრობ, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე, რომ სადღაც, თუნდაც ჩემგან შორს ცოცხალი ხარ. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით კარგი ადამიანების ხელში მოხვდები. , არ ვიცი ჩემი დანაშაულია თუ არა, რომ არ მაქვს ელემენტარული თანხა რომ მოგიარო. შენ ხომ იცი ჩემო პატარავ, რომ უკვე მესამე დღეა მშიერი ვარ, მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი. იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც. შენთვის ვილოცებ“ – წერს ქუჩაში ნაპოვნი ახალშობილის დედა. . ძალიან ბევრი კი მიტოებული ჩვილების შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამს, რაც არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საინტერესოა რა გზას გადის ჩვილი მიტოვებიდან ახალ ოჯახამდე, როდის და რა პირობებით ხდება მისი გაშვილება და რატომ არის ამხელა რიგი იმ ოჯახებისა, რომლებსაც ბავშვების შვილად აყვანა სურთ. . ამ კითხვებზე პასუხები სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ გაგვცა. როგორც ის ამბობს, ჩვილის მიტოვების შემთხვევაში პირველი და პრიორიტეტული მისი მშობლის მოძებნაა, მაგრამ თუ ეს ვერ ხდება, იწყება სოციალური მომსახურების სააგენტოს პროცედურები.
ვინც აღმოაჩენს ჩვილს, ის რეკავს 112-ში. ადგილზე მიდის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვილი პირველ რიგში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიონ. ამის შემდეგ, ჩვენი იურისტი და სოციალური მუშაკი მიდიან იმ კლინიკაში, სადაც ბავშვია განთავსებული. ბავშვს არ აქვს საბუთები და სააგენტო იწყებს მისი დოკუმენტაციის და პირადი ნომრის მოწესრიგების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვილი სახელმწიფო ზრუნვაში გადავიყვანოთ, ასეთი ბავშვები დროებით ხვდებიან ოჯახებში, სადაც მათი დაყოვნების ვადა მაქსიმუმ სამი თვეა. . აღსანიშნავია, რომ ბავშვი გადაუდებელ მიმღებ ოჯახში ხვდება, რომელსაც არასდროს არ აქვს რაიმე უპირატესი უფლება შვილებასთან დაკავშირებით. ამ სამ თვეში ბავშვს სასამართლო მიტოვებულად აღიარებს. მიენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და ჩაერთვება გაშვილების პროცედურებში, რიგითობით.
არა, მათ აუცილებლად უნდა შეატყობინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს. სურვილის შემთხვევაში, მათ შვილად აყვანის პროცედურების დროს, არანაირი უპირატესობა არ ექმნებათ. შვილად აყვანისა და მინდობის შესახებ კანონში, ჩამოთვლილია უპირატესი უფლებები. ეს არის: ნათესაური შვილად აყვანა, გერის შვილად აყვანა, ის ოჯახი, რომელთანაც ბავშვი მინდობით აღზრდაში 6 თვეზე მეტი ხნით იმყოფებოდა; ასევე ოჯახი, სადაც ბავშვის ერთი დედმამიშვილი უკვე განთავსებულია.
დღეის მდგომარეობით, 5 ჩვილია, რომელთაც გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ. მათ სააგენტო რიგითობით სთავაზობს იმ ოჯახებს, რომელბიც რიგში დგანან. ჯერჯერობით 35 ბავშვი ითვლება დროებით მიტოვებულად. უმეტესად ისინი მინდობით აღზრდაში არიან [დროებით ოჯახებთან]. არიან ბავშვები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ. ისინი ჩვილ ბავშვთა სახლში თავსდებიან. ამ 35 ბავშვის ოჯახების ნაწილთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ისინი ბიოლოგიურმა მშობლებმა დაიბრუნონ.
უფრო ხშრიად, მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსხვავებული საჭიროებაა. სამწუხაროდ, ბიოლოგიური ოჯახები უარს აცხადებენ ხოლმე მათ დაბრუნებაზე. ჩვენ გვაქვს ასეთი სერვისი: სოციალური მუშაკი მუშაობს ოჯახებთან, უხსნის მათ რა უარყოფითი შედეგი მოაქვს დედისა და ჩვილის დაშორებას, განსაკუთრებით იმ ჩვილისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს; რას სთავაზობს სახელმწიფო დედას, იმისთვის რომ გაზარდოს თავისი შვილი და ა.შ. 395 1-ს მოსწონს
|